30 იანვარი 2026

ფოტოგრაფიის სრული კურსი

ფოტოგრაფიის სრული კურსი

თანამედროვე ხელოვნების სივრცე გიწვევთ ინტენსიურ სასწავლო კურსზე.

 კურსს უძღვება კახა ფხაკაძე - პროფესიონალი ფოტოგრაფი და პედაგოგი,საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის თავმჯდომარე,აღმოსავლეთ ევროპის საერთაშორისო ექსპერტი ფოტოგრაფიაში,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის ფოტოგრაფიის მიმართულების ხელმძღვანელი და პროფესიული მასწავლებელი.

 რას ისწავლით?
კურსი მოიცავს ფოტოგრაფიის როგორც ტექნიკურ, ისე მხატვრულ საფუძვლებს:
• ფოტოკამერის სრულფასოვანი ცოდნა და Manual რეჟიმის მართვა
• ტექნიკურად გამართული გამოსახულების მიღება
• ბუნებრივი და ხელოვნური (სტუდიური) განათებების გამოყენება
• გარე გადაღებისთვის აუცილებელი პრაქტიკული უნარები

კურსი განკუთვნილია დამწყებთათვის, მოყვარულთათვის და მათთვის, ვინც ფოტოგრაფიის პროფესიონალურად შესწავლას გეგმავს.

 სწავლის პირობები:

 სწავლა უფასოა 18–35 წლამდე ასაკის პირებისთვის
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი
 მეცადინეობები ტარდება ყოველ შაბათ-კვირას
კურსი მოიცავს 12 სესიას / 48 საათს

 შერჩევის კრიტერიუმები:
• ჯგუფში მიიღება მხოლოდ 10 მონაწილე
• აუცილებელია ფოტოაპარატი Manual რეჟიმით
• ლექციის ორჯერ გამოტოვების შემთხვევაში მონაწილე გამოეთიშება კურსს

როგორ დარეგისტრირდე?
მიღება ხორციელდება სამოტივაციო წერილისა და პორტფოლიოს საფუძველზე.
გთხოვთ, შეავსოთ გუგლის ფორმა და ატვირთოთ:
• სამოტივაციო წერილი
(AI-ის მიერ გენერირებული ტექსტის ავტორი ავტომატურად მოიხსნება)
• თქვენ მიერ გადაღებული 3 ფოტო
 სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/ovpR9PiPhC6XDe5E8

 სწავლის დაწყება: 7 მარტი

სიახლე

როგორ იწყება ახალგაზრდა ხელოვანის გზა? ჯგუფური გამოფენა • Cas Talks


9 სექტემბერს, 20:00 საათზე, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ჯგუფური გამოფენა გაიხსნება, რომელშიც მონაწილეობენ ახალგაზრდა ხელოვანები: * მარიამ ჭაღალიძე * ანა ერქომაიშვილი * მარია ცეცხლაძე * დალილა მიქელაძე * ანეტი ქარცივაძე გამოფენის გახსნის ფარგლებში გაიმართება CAS TALKS შეხვედრა თემაზე „როგორ იწყება ახალგაზრდა ხელოვანის გზა“. შეხვედრის სტუმრები იქნებიან ხელოვნებათმცოდნე რატი ჩიბურდანიძე და მხატვარი, გრაფიტის არტისტი იოსებ ჯორბენაძე. საუბარი შეეხება ახალგაზრდა ხელოვანის პროფესიული გზის დასაწყისს, პირველ ნაბიჯებს, ამ პროცესთან დაკავშირებულ გამოწვევებს, საკუთარი მხატვრული ენის ძიებას და იმ შესაძლებლობებს, რომლებიც თანამედროვე ხელოვნების სფეროში ახალ თაობას ეძლევა.  თანამედროვე ხელოვნების სივრცე  9 სექტემბერი  20:00  დასწრება თავისუფალია 

გიორგი მჟავანაძის პერსონალური გამოფენა „სხვა სამყარო“


თანამედროვე ხელოვნების სივრცე წარმოგიდგენთ მხატვარ გიორგი მჟავანაძის პერსონალურ გამოფენას „სხვა სამყარო“, რომელიც გაიხსნება 15 აგვისტოს, 20:00 საათზე. ექსპოზიცია აერთიანებს ავტორის ნამუშევრებს, რომლებიც დამთვალიერებელს განსხვავებულ, წარმოსახვით რეალობაში ამოგზაურებს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება პარალელური სამყაროების იდუმალი სილუეტები და გამორჩეული პერსონაჟები, რომლებიც ვიზიტორებს საკუთარი ინტერპრეტაციისა და აღქმის სივრცეს უტოვებს. გიორგი მჟავანაძის შემოქმედება გამოირჩევა ორიგინალური მხატვრული ხედვით, ფანტასტიკური სიუჟეტებითა და ექსპერიმენტული ფორმებით. მის მიერ შექმნილი პერსონაჟები თითქოს სხვა განზომილებაში არსებობენ, თუმცა მათში ადამიანური განცდები : სიყვარული, სევდა და ემოციების მრავალფეროვნება მკაფიოდ იკითხება. ექსპოზიცია დამთვალიერებლებს 15–22 აგვისტოს უმასპინძლებს. დასწრება თავისუფალია.