02 სექტემბერი 2026

როგორ იწყება ახალგაზრდა ხელოვანის გზა? ჯგუფური გამოფენა • Cas Talks

 როგორ იწყება ახალგაზრდა ხელოვანის გზა?

9 სექტემბერს, 20:00 საათზე, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ჯგუფური გამოფენა გაიხსნება, რომელშიც მონაწილეობენ ახალგაზრდა ხელოვანები:

* მარიამ ჭაღალიძე
* ანა ერქომაიშვილი
* მარია ცეცხლაძე
* დალილა მიქელაძე
* ანეტი ქარცივაძე

გამოფენის გახსნის ფარგლებში გაიმართება CAS TALKS შეხვედრა თემაზე „როგორ იწყება ახალგაზრდა ხელოვანის გზა“.

შეხვედრის სტუმრები იქნებიან ხელოვნებათმცოდნე რატი ჩიბურდანიძე და მხატვარი, გრაფიტის არტისტი იოსებ ჯორბენაძე.

საუბარი შეეხება ახალგაზრდა ხელოვანის პროფესიული გზის დასაწყისს, პირველ ნაბიჯებს, ამ პროცესთან დაკავშირებულ გამოწვევებს, საკუთარი მხატვრული ენის ძიებას და იმ შესაძლებლობებს, რომლებიც თანამედროვე ხელოვნების სფეროში ახალ თაობას ეძლევა.

 თანამედროვე ხელოვნების სივრცე
 9 სექტემბერი
 20:00
 დასწრება თავისუფალია 

სიახლე

გიორგი მჟავანაძის პერსონალური გამოფენა „სხვა სამყარო“


თანამედროვე ხელოვნების სივრცე წარმოგიდგენთ მხატვარ გიორგი მჟავანაძის პერსონალურ გამოფენას „სხვა სამყარო“, რომელიც გაიხსნება 15 აგვისტოს, 20:00 საათზე. ექსპოზიცია აერთიანებს ავტორის ნამუშევრებს, რომლებიც დამთვალიერებელს განსხვავებულ, წარმოსახვით რეალობაში ამოგზაურებს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება პარალელური სამყაროების იდუმალი სილუეტები და გამორჩეული პერსონაჟები, რომლებიც ვიზიტორებს საკუთარი ინტერპრეტაციისა და აღქმის სივრცეს უტოვებს. გიორგი მჟავანაძის შემოქმედება გამოირჩევა ორიგინალური მხატვრული ხედვით, ფანტასტიკური სიუჟეტებითა და ექსპერიმენტული ფორმებით. მის მიერ შექმნილი პერსონაჟები თითქოს სხვა განზომილებაში არსებობენ, თუმცა მათში ადამიანური განცდები : სიყვარული, სევდა და ემოციების მრავალფეროვნება მკაფიოდ იკითხება. ექსპოზიცია დამთვალიერებლებს 15–22 აგვისტოს უმასპინძლებს. დასწრება თავისუფალია.

ლევან ლაზარიშვილის პერსონალური გამოფენა „გალაქტიკის სერია“


თანამედროვე ხელოვნების სივრცე წარმოგიდგენთ მხატვარ ლევან ლაზარიშვილის პერსონალურ გამოფენას „გალაქტიკის სერია“. გამოფენა წარმოადგენს ავტორის შემოქმედების ახალ ეტაპს, სადაც ფერწერული ნამუშევრების საშუალებით იკვეთება კოსმოსური სივრცეების, წარმოსახვისა და აბსტრაქტული ფორმების მრავალფეროვანი ინტერპრეტაციები. გამოფენის გახსნა გაიმართება 3 აგვისტოს, 16:00 საათზე, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში [ზ. გამსახურდიას ქ. 1/5, ბათუმი] ექსპოზიცია დამთვალიერებლებს 3–8 აგვისტოს უმასპინძლებს. დასწრება თავისუფალია.

თანამედროვე ხელოვნების სივრცის მენეჯერად გოგა ანთიძე დაინიშნა


აჭარის კულტურის მინისტრმა, ელისო ბოლქვაძემ, თანამედროვე ხელოვნების სივრცის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა. თანამედროვე ხელოვნების სივრცის მენეჯერის პოზიციაზე გოგა ანთიძე დაინიშნა მინისტრმა, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გამართულ შეხვედრაზე სამინისტროს ხედვებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა. ელისო ბოლქვაძემ აღნიშნა, რომ ახალი მენეჯერის საქმიანობა ორიენტირებული იქნება თანამედროვე ხელოვნების სივრცის ფუნქციურ და შემოქმედებით გაძლიერებაზე, სახელოვნებო პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის უზრუნველყოფაზე, დამწყები ხელოვანების ხელშეწყობასა და საერთაშორისო პროექტების განხორციელებაზე. გოგა ანთიძე 2025 წლიდან მუშაობდა აჭარის კულტურის სამინისტროში, საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობების განყოფილებაში, მანამდე კი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში. აქვს გამოცდილება კულტურული ინიციატივებისა და პროექტების დაგეგმვისა და ორგანიზების, საზოგადოებასთან და მედიასთან კომუნიკაციის მიმართულებებით. იგი მონაწილეობდა არაერთ საერთაშორისო პროექტსა და ფესტივალში.