როგორ იწყება ახალგაზრდა ხელოვანის გზა?
გიწვევთ CAS TALKS-ის შეხვედრაზე თემაზე „როგორ იწყება ახალგაზრდა ხელოვანის გზა“.
შეხვედრის სტუმრები იქნებიან ხელოვნებათმცოდნე რატი ჩიბურდანიძე და მხატვარი, გრაფიტის არტისტი იოსებ ჯორბენაძე.
საუბარი შეეხება ახალგაზრდა ხელოვანის პროფესიული გზის დასაწყისს, პირველ ნაბიჯებსა და გამოწვევებს, საკუთარი მხატვრული ენის ძიებას და იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც თანამედროვე ხელოვნების სფერო ახალ თაობას სთავაზობს.
თანამედროვე ხელოვნების სივრცე
9 სექტემბერი
20:00
დასწრება თავისუფალია