თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ახალგაზრდა ხელოვანების გამოფენა გაიმართა, რომელმაც ახალი თაობის ავტორების ნამუშევრები და მათი შემოქმედებითი გზის დასაწყისი გააერთიანა.
გამოფენის ფარგლებში გაიმართა CAS TALKS-ის შეხვედრაც — „როგორ იწყება ახალგაზრდა ხელოვანის გზა“. შეხვედრაზე ისაუბრეს პროფესიული განვითარების პირველ ნაბიჯებზე, შემოქმედებით გამოწვევებზე, საკუთარი მხატვრული ენის ძიებასა და თანამედროვე ხელოვნების სფეროში არსებულ შესაძლებლობებზე.
ღონისძიების მიზანია ახალგაზრდა ხელოვანების მხარდაჭერა, მათი შემოქმედების პოპულარიზაცია და თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ახალი თაობის წარმოჩენის ხელშეწყობა.