18 დეკემბერი 2020

ჭირის ქრონიკები

'ჭირის ქრონიკები' ეს არის ათ ეპიზოდინაი ონლაინ სერიები, რომელიც მოგვითხორბს ოჯახების მდგომარეობაზე  კოვიდ-19 გამოწვეულ საერთაშორისო პანდემიის ვითარებაში.

პატარა იუმორიანი ეპიზოდები, გრძნობესა და გამოცდილეაბაზე დაფუძნებულ ამ თვეების ჩაკეტილობის სხვადასხვა სტადიებს ადოკუმენტერიბს. კოლაჟის ფორმულა, რომლიც   საშინელებთა და გროტესტის ჟანრებს ფორმატში, მსახიობს, თოჯინება და ანიმაციას  აერთიანებს. მთავრი გმირი მალენა, ახალ სიტუაციბში, რთულ პროცესების გადალახვის განსხვავებულ  გზებს  გვაჩვენებს. რისი მეშეობითაც ვიპყრობთ შიშებს. 

'ჭირის ქრონიკები' მიზანია იქცეს შთაგონებად, რათა ჩვენი დამოკუდებულებისა და მოქმედებაში იუნორისა და სიხარულის შემოტანა მოვახერხოდ.  

 

სცენარის ავტორები: მაგდა ჰუეჩეკ და ტომაშ სლივინსკი 

რეჟისიორი:  ტომაშ სლივინსკი

Production design: მაგდა ჰუეჩეკ

ფოტო: ტომაშ სლივინსკი

ანიმაცია: ნატალია ბუკიორი 

თოჯინები: ტომაშ მასლაკოვსკი

სტოპკადრის ანიმაცია: მაგდა ჰუეჩეკ

მუსიკა: შტეფან ვესოლოვსკი 

მალენას როლში: ლენა ფრანკიევიჩი  

პროდუქცია: LALE. თეატრი, Hueckel Studio

ww.laleteatr.pl

სიახლე

16 ნოემბერს, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში (CAS Batumi) ათი ბათუმელი ქალი მხატვრის ერთობლივი გამოფენა „შემოდგომის სხივთა გამა“ გაიხსნა.


ექსპოზიცია აერთიანებს სხვადასხვა მხატვრულ ხედვასა და შემოქმედებით ინტერპრეტაციას, სადაც შემოდგომის ფერთა პალიტრა, ემოციები და ინდივიდუალური ხელწერა ერთიან სივრცეში იყრის თავს. გამოფენაში მონაწილეობენ მაია გერსამია, მაია ჯუღელი, ირინა ტორონჯაძე, დიანა თალაკვაძე, თამთა დარჩია, ეკა ცინცაძე, ქეთევან ფილიპოვა, ქეთევან ვარშანიძე, ნინო ნიჟარაძე და ლია კასპელაშვილი, რომლებმაც დამთვალიერებლებს საკუთარი ნამუშევრები წარუდგინეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და დაინტერესებული საზოგადოება. გამოფენა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თანამედროვე ხელოვნების სივრცის ორგანიზებით გაიმართა. ექსპოზიციის ნახვა დაინტერესებულ სტუმრებს თანამედროვე ხელოვნების სივრცეში შეუძლიათ

ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ლაზი მხატვრისა და პოეტის, ხასან ჰელიმიშის შემოქმედებისადმი მიძღვნილი მულტიმედიური, იმერსიული გამოფენა გაიხსნა.


ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, აჭარის კულტურის მინისტრი, ელისო ბოლქვაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი, ზაზა დიასამიძე და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, არჩილ მხეიძე. გამოფენა თანამედროვე ხელოვნების სივრცის მენეჯერმა, გოგა ანთიძემ გახსნა. მან აღნიშნა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება ტრადიციულ ხელოვნებას ახალ სიცოცხლეს სძენს და დამთვალიერებელს განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს. აჭარის კულტურის მინისტრმა, ელისო ბოლქვაძემ ხასან ჰელიმიშის გამორჩეულ შემოქმედებასა და ფართო საზოგადოებისათვის გაცნობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრმა აღნიშნა, რომ მსგავსი ინოვაციური პროექტები ხელს უწყობს კულტურული მემკვიდრეობის ხელმისაწვდომობას თანამედროვე თაობისთვის. ღონისძიებაზე მხატვრის შვილმა, ნარიმა ჰელიმიშმა, ორგანიზატორებთან ერთად, მადლობა გადაუხადა შეკრებილ საზოგადოებას, მათ შორის, მოწვეულ სტუმარს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლეს, სოფიო ბაკურიძეს, ასევე, ხელოვნებათმცოდნეებს, რეგიონის ხელისუფლებას, მხატვრის შემოქმედების დაფასებისა და მაღალ დონეზე წარმოჩენისთვის. გამოფენა ტრადიციულ და ციფრულ ფორმატებს აერთიანებს და დამთვალიერებლებს ჰელიმიშის შემოქმედებით სამყაროში მოგზურობის შესაძლებლობას აძლევს. ექსპოზიცია მეხსიერების, ნოსტალგიისა და თავისუფლების თემებს აერთიანებს, სადაც ზღვა მხატვრის შემოქმედების მთავარ სიმბოლოდ და შთაგონების წყაროდ გვევლინება. პროექტი აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცის ორგანიზებით ხორციელდება.

ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ექვსი ახალგაზრდა ხელოვანის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.


ექსპოზიციაში წარმოდგენილი იყო ჯეინი მხიტარიანის, სალომე კილაძის, ვიოლეტა ყურშუბაძის, მარიამ თავდგირიძის, ანა ინაიშვილის , ანანო კონცელიძისა და ანეტა ჯაბნიძის შემოქმედება. გამოფენაზე დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა, გაცნობოდა ახალგაზრდა ხელოვანების განსხვავებულ შემოქმედებით ხედვებსა და ნამუშევრებს, რომლებიც სხვადასხვა მხატვრულ მიმართულებასა და ინდივიდუალურ მიდგომას აერთიანებდა. თანამედროვე ხელოვნების სივრცე აქტიურად უჭერს მხარს ახალგაზრდების შემოქმედებით ინიციატივებს, ხელს უწყობს მათი ნამუშევრების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობასა და თანამედროვე ხელოვნებაში ახალი სახელების წარმოჩენას.