22 ივნისი 2019

Like Share

ირა კორინა

ყოველდღიური დეტალები ქმნიან მეხსიერების მოზაიკას, რომელიც სხვადახხვა  Facebook, Twitter ან Instagram ზე გამოქვეყნებული გამოსახულებებისგან შედგება. ყოველი პოსტი-ჩვენი მეხსიერების ტილოა, მოწონებული და გაზიარებული მნახველის მიერ. ჩვენი ტვინი ამ გამოსახულებებს ახარისხებს და აღიქვამს ფერების,  თარიღებისა და სხვა წყაროების მიხედვით, მომხმარებელთა მოთხოვნილებების გათვალისწინებით. გამოსახულება, როგორც მეტაბოლიზმი, როგორც სამშენებლო მასალა.

სურათი შეიძლება გახდეს ადამიანისთვის მოგზაურობის მოთხოვნილებების ახალი მიზეზი, ახალი ადგილების შეცნობისა და შთაბეჭდილებების აღბეჭდისათვის.

ირა კორინას ნამუშევრები, Facebook ის ფოტოების და მისი ჩანახატებისგანაა შექმნილი, მისი აჭარის რეგიონში მოგზაურობის შედეგად. ხელოვანი, მულტიმედიური მასალის მეშვეობით, ხელშესახებ გრძნობებს და სინათლეს ქმნის, რომელიც ამძაფრებს შთაბეჭდილებებს და აერთიანებს გონების ფრაგმენტებს, შეგროვებულს ტურისტული სოციალური ქსელის იმიჯები დატანილია ფარდებზე და პლასტიკურ ჩანთებზე.  ეს მოგონებების გამოსახულებები ეხება ჩვენს გონების იმპულსებს და გადააქცევს მათ თბილ და ბავშვურ  გრძნობებად , რომელიც ესე ახლობელი იყო ჩვენთვის ოდესღაც, და გვაბიძგებს ამ იმიჯების შეგრობისკენ.

სიახლე

როგორ იწყება ახალგაზრდა ხელოვანის გზა? ჯგუფური გამოფენა • Cas Talks


9 სექტემბერს, 20:00 საათზე, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ჯგუფური გამოფენა გაიხსნება, რომელშიც მონაწილეობენ ახალგაზრდა ხელოვანები: * მარიამ ჭაღალიძე * ანა ერქომაიშვილი * მარია ცეცხლაძე * დალილა მიქელაძე * ანეტი ქარცივაძე გამოფენის გახსნის ფარგლებში გაიმართება CAS TALKS შეხვედრა თემაზე „როგორ იწყება ახალგაზრდა ხელოვანის გზა“. შეხვედრის სტუმრები იქნებიან ხელოვნებათმცოდნე რატი ჩიბურდანიძე და მხატვარი, გრაფიტის არტისტი იოსებ ჯორბენაძე. საუბარი შეეხება ახალგაზრდა ხელოვანის პროფესიული გზის დასაწყისს, პირველ ნაბიჯებს, ამ პროცესთან დაკავშირებულ გამოწვევებს, საკუთარი მხატვრული ენის ძიებას და იმ შესაძლებლობებს, რომლებიც თანამედროვე ხელოვნების სფეროში ახალ თაობას ეძლევა.  თანამედროვე ხელოვნების სივრცე  9 სექტემბერი  20:00  დასწრება თავისუფალია 

გიორგი მჟავანაძის პერსონალური გამოფენა „სხვა სამყარო“


თანამედროვე ხელოვნების სივრცე წარმოგიდგენთ მხატვარ გიორგი მჟავანაძის პერსონალურ გამოფენას „სხვა სამყარო“, რომელიც გაიხსნება 15 აგვისტოს, 20:00 საათზე. ექსპოზიცია აერთიანებს ავტორის ნამუშევრებს, რომლებიც დამთვალიერებელს განსხვავებულ, წარმოსახვით რეალობაში ამოგზაურებს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება პარალელური სამყაროების იდუმალი სილუეტები და გამორჩეული პერსონაჟები, რომლებიც ვიზიტორებს საკუთარი ინტერპრეტაციისა და აღქმის სივრცეს უტოვებს. გიორგი მჟავანაძის შემოქმედება გამოირჩევა ორიგინალური მხატვრული ხედვით, ფანტასტიკური სიუჟეტებითა და ექსპერიმენტული ფორმებით. მის მიერ შექმნილი პერსონაჟები თითქოს სხვა განზომილებაში არსებობენ, თუმცა მათში ადამიანური განცდები : სიყვარული, სევდა და ემოციების მრავალფეროვნება მკაფიოდ იკითხება. ექსპოზიცია დამთვალიერებლებს 15–22 აგვისტოს უმასპინძლებს. დასწრება თავისუფალია.