08 აგვისტო 2019

ბათუმი

"მე ვცხოვრობ სანქტ-პეტერბურგსა და თბილისს შორის და ხშირად ვიმყოფები ბათუმში, სადაც მე19 საუკუნის ბოლოს ცხოვრობდა ჩემი დიდი ბაბუას ოჯახი. დიდი ბაბუა კი ხელმძღვანელობდა, მაშინ ბათუმი-ახალციხის გზის მშენებლობას.
თემა ბათუმზე და მის შემოგარენზე (ქობულეთი, კვარიათი) დიდი ხანია აისახა ისეთი მხატვრების ნამუშებრებში როგორებიც არიან მამუკა ცეცხლაძე, მიხეილ შენგელია და ვახო ბუღაძე.
ამის გარდა, ბოლოს წლების განმავლობაში რამოდენიმეჯერ გავუწიე ორგანიზება შემოქმედებით ტურს ბათუმში ჩემი თბილისელი(თუთუ კილაძე, თინათინ ჩხიკვიშვილი, რუსო გიგაშვილი) და სანქტ-პეტერბურგენი მეგობრებისთვის.
მე ვიფიქრე რომ საინტერესო იქნებოდა წარმომედგინა ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცისთვის ჩემი საყვარელი ავტორებისგან შემდგარი გამოფენა, რომელთაც ბათუმის თემატიკა გააერთიანებდათ.
გამოფენაზე წარმოდგენილი უმეტესობა მხატვრებისა დაკავებულია ფიგურატიული ფერწერით, მაგრამ არის გამონაკლისიც, აბსტრაქციონისტი- უშანგი ხუმარაშვილი, რომელთან ერთადაც პირველად ვეწვიე ბათუმს 10 წლის წინ, 2009ში."

კურატორი ალექსანდრე ფლორენსკი


მონაწილე მხატვრები თბილისიდან: ვახო ბუღაძე, მამუკა ცეცხლაძე,მიხეილ შენგელია, უშანგი ხუმარაშვილი, თინათინ ჩხიკვიშვილი, რუსო გიგაშვილი, ტუტუ კილაძე.
მონაწილეები სანკტ-პეტერბურგიდან: ტატიანა სერგეევა, ელენა ანდრეევა, მაშა ივანოვა, ირინა როონ, ოლგა ფლორენსკაია, კატია ფლორენსკაია, ალექსანდე ფლორენსკი

სიახლე

როგორ იწყება ახალგაზრდა ხელოვანის გზა? ჯგუფური გამოფენა • Cas Talks


9 სექტემბერს, 20:00 საათზე, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ჯგუფური გამოფენა გაიხსნება, რომელშიც მონაწილეობენ ახალგაზრდა ხელოვანები: * მარიამ ჭაღალიძე * ანა ერქომაიშვილი * მარია ცეცხლაძე * დალილა მიქელაძე * ანეტი ქარცივაძე გამოფენის გახსნის ფარგლებში გაიმართება CAS TALKS შეხვედრა თემაზე „როგორ იწყება ახალგაზრდა ხელოვანის გზა“. შეხვედრის სტუმრები იქნებიან ხელოვნებათმცოდნე რატი ჩიბურდანიძე და მხატვარი, გრაფიტის არტისტი იოსებ ჯორბენაძე. საუბარი შეეხება ახალგაზრდა ხელოვანის პროფესიული გზის დასაწყისს, პირველ ნაბიჯებს, ამ პროცესთან დაკავშირებულ გამოწვევებს, საკუთარი მხატვრული ენის ძიებას და იმ შესაძლებლობებს, რომლებიც თანამედროვე ხელოვნების სფეროში ახალ თაობას ეძლევა.  თანამედროვე ხელოვნების სივრცე  9 სექტემბერი  20:00  დასწრება თავისუფალია 

გიორგი მჟავანაძის პერსონალური გამოფენა „სხვა სამყარო“


თანამედროვე ხელოვნების სივრცე წარმოგიდგენთ მხატვარ გიორგი მჟავანაძის პერსონალურ გამოფენას „სხვა სამყარო“, რომელიც გაიხსნება 15 აგვისტოს, 20:00 საათზე. ექსპოზიცია აერთიანებს ავტორის ნამუშევრებს, რომლებიც დამთვალიერებელს განსხვავებულ, წარმოსახვით რეალობაში ამოგზაურებს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება პარალელური სამყაროების იდუმალი სილუეტები და გამორჩეული პერსონაჟები, რომლებიც ვიზიტორებს საკუთარი ინტერპრეტაციისა და აღქმის სივრცეს უტოვებს. გიორგი მჟავანაძის შემოქმედება გამოირჩევა ორიგინალური მხატვრული ხედვით, ფანტასტიკური სიუჟეტებითა და ექსპერიმენტული ფორმებით. მის მიერ შექმნილი პერსონაჟები თითქოს სხვა განზომილებაში არსებობენ, თუმცა მათში ადამიანური განცდები : სიყვარული, სევდა და ემოციების მრავალფეროვნება მკაფიოდ იკითხება. ექსპოზიცია დამთვალიერებლებს 15–22 აგვისტოს უმასპინძლებს. დასწრება თავისუფალია.