01 აგვისტო 2020

ტრანსპორტი

კულტურის მატარებელი

რასაც აკეთებ საბოლოოდ ის ხდები, თუ დიდხანს და ზედმიწევნით აკეთებ მას.
ფუნქცია რომელსაც ვირჩევთ ან გვეკისრება, ჯერდება ჩვენში და თანდანთან მისი თვალებით ვიყურებით.


საპორტო, სასაზღვრო ქალაქი, რომელიც მუდმივ კავშირიშია სხვადასხვა მარშრუტებთან, ბუნებრივად ხდება მრავალფეროვანი კულტურული ინფორმაციის გამტარი და დამგროვებელიც. ურბანული სატრანსპორტო კვანძი, საბოლოოდ თავადვე გადაიქცევა ერთგვარ ტრანსპორტად - ტრანსპორტად, რომელიც ადგილზე დგას, მაგრამ ყველა მასთან ჩაბმულ მარშრუტს და ცოდნას, საკუთარ თავში მოირგებს, აღძრავს და ამოძრავებს. მასში ყოფნა ტოვებს მოგზაურობის შეგრძნებას და გადანაცვლების აღქმას, თითქოს დიდ ტრანსპორტში იმყოფები თავის დანაყოფებით, რომლებშიც ცალკე მიკროსამყაროები არსებობენ და მიემართებიან.


ნამუშევარი, რომელზეც 14-მა არტისტმა იმუშავა, წარმოადგენს გემის და მატარებლის ფორმის ერთიან ინსტალაციას. ობიექტის კორპუსში კი განთავსებულია ბათუმთან დაკავშირებული სხვადასხვა მიკროინსტალაციები.

არტისტები: ილია მახარაძე,გოჩა ჟღენტი. ალექსი სოსელია. ზურა ცოფურაშვილი. მართა თაბუკაშილი. ედიშერ ბერაძე. ივეტა ჩხიკვაძე. სოფო კობიძე. ელენე გაბრიჩიძე. სანდრო სულაბერიძე. ნინუცა შატბერაშვილი. არიალი. ვატო წერეთელი. გალაქტიონ ერისთავი.

სიახლე

როგორ იწყება ახალგაზრდა ხელოვანის გზა? ჯგუფური გამოფენა • Cas Talks


9 სექტემბერს, 20:00 საათზე, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ჯგუფური გამოფენა გაიხსნება, რომელშიც მონაწილეობენ ახალგაზრდა ხელოვანები: * მარიამ ჭაღალიძე * ანა ერქომაიშვილი * მარია ცეცხლაძე * დალილა მიქელაძე * ანეტი ქარცივაძე გამოფენის გახსნის ფარგლებში გაიმართება CAS TALKS შეხვედრა თემაზე „როგორ იწყება ახალგაზრდა ხელოვანის გზა“. შეხვედრის სტუმრები იქნებიან ხელოვნებათმცოდნე რატი ჩიბურდანიძე და მხატვარი, გრაფიტის არტისტი იოსებ ჯორბენაძე. საუბარი შეეხება ახალგაზრდა ხელოვანის პროფესიული გზის დასაწყისს, პირველ ნაბიჯებს, ამ პროცესთან დაკავშირებულ გამოწვევებს, საკუთარი მხატვრული ენის ძიებას და იმ შესაძლებლობებს, რომლებიც თანამედროვე ხელოვნების სფეროში ახალ თაობას ეძლევა.  თანამედროვე ხელოვნების სივრცე  9 სექტემბერი  20:00  დასწრება თავისუფალია 

გიორგი მჟავანაძის პერსონალური გამოფენა „სხვა სამყარო“


თანამედროვე ხელოვნების სივრცე წარმოგიდგენთ მხატვარ გიორგი მჟავანაძის პერსონალურ გამოფენას „სხვა სამყარო“, რომელიც გაიხსნება 15 აგვისტოს, 20:00 საათზე. ექსპოზიცია აერთიანებს ავტორის ნამუშევრებს, რომლებიც დამთვალიერებელს განსხვავებულ, წარმოსახვით რეალობაში ამოგზაურებს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება პარალელური სამყაროების იდუმალი სილუეტები და გამორჩეული პერსონაჟები, რომლებიც ვიზიტორებს საკუთარი ინტერპრეტაციისა და აღქმის სივრცეს უტოვებს. გიორგი მჟავანაძის შემოქმედება გამოირჩევა ორიგინალური მხატვრული ხედვით, ფანტასტიკური სიუჟეტებითა და ექსპერიმენტული ფორმებით. მის მიერ შექმნილი პერსონაჟები თითქოს სხვა განზომილებაში არსებობენ, თუმცა მათში ადამიანური განცდები : სიყვარული, სევდა და ემოციების მრავალფეროვნება მკაფიოდ იკითხება. ექსპოზიცია დამთვალიერებლებს 15–22 აგვისტოს უმასპინძლებს. დასწრება თავისუფალია.