01 დეკემბერი 2021

ვორკშოპი ][ --ვებ-სერვერი ][ lever burns ] _

-- არტისტის შესახებ

Vo Ezn /vɔ ɪzn/ -- a sound artist working on server-side tensions and sassy && introverted interfaces ][ figuring out the tools for-to knowledge-sharing / opting-out / autonomy ][ --to-for-by-with on my own terms.

-- უორქშოფის შესახებ

workshop ][ --web-server ][ lever burns ] _

_გამარჯობა

სად აღმოჩნდი ჩემს ვებსაიტს რომ ეწვიე? მე სად ვარ როცა

[...]?           pingpingpingpingpingpingpingpingping

 

შევხვდებით ვებსერვერის მოწყობის უორქშოპზე 

// ~ 4 საათით / ონლაინ -- 1 დეკემბერს // 1 PM [GMT+4]

--no-camera&&--no-audio [we-txt--&--terminal]

თავიდან ვისაუბრებთ ავტონომიაზე და შემდეგ შევიკრიბებით

ტერმინალის [ბრაუზერში] ირგვლივ და ერთად მოვაწყობთ 

ვებ სერვერს Raspberry Pi-ზე [RPi]. ამ პროცესს შეგიძლია

შენს RPi-ზე მიუყვე.

თავისუფლად > შეკითხვები/რჩევები/ინტერაქცია//////////

/>სასურველია ტერმინალთან მუშაობის გამოცდილების ქონა>/

 

დაგჭირდება:

  •     _ Raspberry Pi

  •     _ micro SD ბარათი

  •     _ micro SD ბარათის ადაპტერი

  •     _ RPi ელექტრომომარაგება

  •     _ ქსელის კაბელი

 

იმ შემთხვევაში, თუ გაქვს ეკრანი, შეგიძლია შენი RPi მიუერთო 

HDMI კაბელით [micro HDMI სტანდარტულ HDMI-ზე] რაც პროცესს 

გაგიადვილებს. ასევე დაგჭირდება მაუსი და კლავიატურა.

  •  

:: ვებ სერვერი შენს ძველ/ზედმეტ კომპიტერზეც შეგიძლია მოაწყო

 

][ უორქშოპში მონაწილეობის დასადასტურებლად და ბმულის მისაღებად, მოგვწერეთ მეილზე: casbatumi[at]gmail.com არა უგვიანეს >> 29 ნოემბრისა

 

vo ezn \ Lever Burns.

____________ .......................................^C

 

_მასალები

-- the map is the territory

https://solarpunk.cool/zines/map-is-the-territory/introduction.html

--  Florian Cramer - What is Autonomy? 

https://autonomousfabric.org/text/what-is-autonomy

-- Feminist Data Manifest-No 

https://www.manifestno.com/home

-- Psaroskala Zines

https://psaroskalazines.gr/zines/

-- Forms of Ongoingness - Interview with Femke Snelting and spideralex 

https://vimeo.com/302087898

-- Heroes in a Bash Shell [Command-Line Heroes S03EP06 ]

https://www.redhat.com/en/command-line-heroes/season-3/heroes-in-a-bash-shell

-- The Situationist File System

https://silviolorusso.com/work/dir-derive/

-- everything is a file

https://en.wikipedia.org/wiki/Everything_is_a_file

 

სიახლე

16 ნოემბერს, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში (CAS Batumi) ათი ბათუმელი ქალი მხატვრის ერთობლივი გამოფენა „შემოდგომის სხივთა გამა“ გაიხსნა.


ექსპოზიცია აერთიანებს სხვადასხვა მხატვრულ ხედვასა და შემოქმედებით ინტერპრეტაციას, სადაც შემოდგომის ფერთა პალიტრა, ემოციები და ინდივიდუალური ხელწერა ერთიან სივრცეში იყრის თავს. გამოფენაში მონაწილეობენ მაია გერსამია, მაია ჯუღელი, ირინა ტორონჯაძე, დიანა თალაკვაძე, თამთა დარჩია, ეკა ცინცაძე, ქეთევან ფილიპოვა, ქეთევან ვარშანიძე, ნინო ნიჟარაძე და ლია კასპელაშვილი, რომლებმაც დამთვალიერებლებს საკუთარი ნამუშევრები წარუდგინეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და დაინტერესებული საზოგადოება. გამოფენა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თანამედროვე ხელოვნების სივრცის ორგანიზებით გაიმართა. ექსპოზიციის ნახვა დაინტერესებულ სტუმრებს თანამედროვე ხელოვნების სივრცეში შეუძლიათ

ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ლაზი მხატვრისა და პოეტის, ხასან ჰელიმიშის შემოქმედებისადმი მიძღვნილი მულტიმედიური, იმერსიული გამოფენა გაიხსნა.


ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, აჭარის კულტურის მინისტრი, ელისო ბოლქვაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი, ზაზა დიასამიძე და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, არჩილ მხეიძე. გამოფენა თანამედროვე ხელოვნების სივრცის მენეჯერმა, გოგა ანთიძემ გახსნა. მან აღნიშნა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება ტრადიციულ ხელოვნებას ახალ სიცოცხლეს სძენს და დამთვალიერებელს განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს. აჭარის კულტურის მინისტრმა, ელისო ბოლქვაძემ ხასან ჰელიმიშის გამორჩეულ შემოქმედებასა და ფართო საზოგადოებისათვის გაცნობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრმა აღნიშნა, რომ მსგავსი ინოვაციური პროექტები ხელს უწყობს კულტურული მემკვიდრეობის ხელმისაწვდომობას თანამედროვე თაობისთვის. ღონისძიებაზე მხატვრის შვილმა, ნარიმა ჰელიმიშმა, ორგანიზატორებთან ერთად, მადლობა გადაუხადა შეკრებილ საზოგადოებას, მათ შორის, მოწვეულ სტუმარს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლეს, სოფიო ბაკურიძეს, ასევე, ხელოვნებათმცოდნეებს, რეგიონის ხელისუფლებას, მხატვრის შემოქმედების დაფასებისა და მაღალ დონეზე წარმოჩენისთვის. გამოფენა ტრადიციულ და ციფრულ ფორმატებს აერთიანებს და დამთვალიერებლებს ჰელიმიშის შემოქმედებით სამყაროში მოგზურობის შესაძლებლობას აძლევს. ექსპოზიცია მეხსიერების, ნოსტალგიისა და თავისუფლების თემებს აერთიანებს, სადაც ზღვა მხატვრის შემოქმედების მთავარ სიმბოლოდ და შთაგონების წყაროდ გვევლინება. პროექტი აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცის ორგანიზებით ხორციელდება.

ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ექვსი ახალგაზრდა ხელოვანის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.


ექსპოზიციაში წარმოდგენილი იყო ჯეინი მხიტარიანის, სალომე კილაძის, ვიოლეტა ყურშუბაძის, მარიამ თავდგირიძის, ანა ინაიშვილის , ანანო კონცელიძისა და ანეტა ჯაბნიძის შემოქმედება. გამოფენაზე დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა, გაცნობოდა ახალგაზრდა ხელოვანების განსხვავებულ შემოქმედებით ხედვებსა და ნამუშევრებს, რომლებიც სხვადასხვა მხატვრულ მიმართულებასა და ინდივიდუალურ მიდგომას აერთიანებდა. თანამედროვე ხელოვნების სივრცე აქტიურად უჭერს მხარს ახალგაზრდების შემოქმედებით ინიციატივებს, ხელს უწყობს მათი ნამუშევრების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობასა და თანამედროვე ხელოვნებაში ახალი სახელების წარმოჩენას.