27 ნოემბერი 2021

BIIMO

BIIMO არის ანონიმური ქართველი მულტიმედია არტისტი, რომლის მიზანია მოვლენების კრიტიკულად გაანალიზება. ძირითადად, მისი ნამუშევრები ეძღვნება თანასწორობას, ადამიანის თავისუფლებას, იდენტობას და გააზრებას თუ ვინ ვართ ჩვენ.

BIIMO-ს ინსტალაციები ძირითადად ქუჩაშია განთავსებული, ის იყენებს სკულპტურებს, AR-ს და აუდიოვიზუალურ ხელოვნებას. მისი ბოლო ინსტალაცია პროექციის საშუალებით, წარწერით “PUPPET HOUSE” განთავსდა საქართველოს პარლამენტის შენობაზე და მიემართებოდა მთავრობას, რომელმაც ვერ დაიცვა ჟურნალისტების უსაფრთხოება, LGBTQ+ ადამიანების გამოხატვის თავისუფლება და არ მიიღო შესაბამისი ზომები რადიკალური ჯგუფების მხრიდან ფიზიკური ძალადობის საფრთხის შესაკავებლად.

 

კონცეფცია 

სოციალურ ქსელში ადამიანი საშუალოდ 60 წუთიდან 140 წუთამდე ატარებს ყოველდღიურად. ჩვენ ვაზიარებთ განცდებს, აზრებს, იდეებს, წარმატებებს და გამოწვევებს ისე, რომ ვერ ვაანალიზებთ, ვის ვაძლევთ წვდომას პერსონალურ ინფორმაციაზე, როგორ შეიძლება შექმნან შეგროვებული მონაცემებით მახასიათებელი პროფილი და მოახდინონ არჩევანზე ზემოქმედება სხვადასხვა ხერხებით.

ჩვენ ვხდებით სხვადასხვა სისტემების პროდუქტი, რომლებიც გვკარნახობენ როგორი არის სილამაზე, ბედნიერი ცხოვრება და სრულყოფილი სამყარო.

სრული გამოფენის სანახავად დაგჭირდებათ მობილური ტელეფონი.

 

პროექტი ArtUp Street Gallery

სიახლე

როგორ იწყება ახალგაზრდა ხელოვანის გზა? ჯგუფური გამოფენა • Cas Talks


9 სექტემბერს, 20:00 საათზე, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ჯგუფური გამოფენა გაიხსნება, რომელშიც მონაწილეობენ ახალგაზრდა ხელოვანები: * მარიამ ჭაღალიძე * ანა ერქომაიშვილი * მარია ცეცხლაძე * დალილა მიქელაძე * ანეტი ქარცივაძე გამოფენის გახსნის ფარგლებში გაიმართება CAS TALKS შეხვედრა თემაზე „როგორ იწყება ახალგაზრდა ხელოვანის გზა“. შეხვედრის სტუმრები იქნებიან ხელოვნებათმცოდნე რატი ჩიბურდანიძე და მხატვარი, გრაფიტის არტისტი იოსებ ჯორბენაძე. საუბარი შეეხება ახალგაზრდა ხელოვანის პროფესიული გზის დასაწყისს, პირველ ნაბიჯებს, ამ პროცესთან დაკავშირებულ გამოწვევებს, საკუთარი მხატვრული ენის ძიებას და იმ შესაძლებლობებს, რომლებიც თანამედროვე ხელოვნების სფეროში ახალ თაობას ეძლევა.  თანამედროვე ხელოვნების სივრცე  9 სექტემბერი  20:00  დასწრება თავისუფალია 

გიორგი მჟავანაძის პერსონალური გამოფენა „სხვა სამყარო“


თანამედროვე ხელოვნების სივრცე წარმოგიდგენთ მხატვარ გიორგი მჟავანაძის პერსონალურ გამოფენას „სხვა სამყარო“, რომელიც გაიხსნება 15 აგვისტოს, 20:00 საათზე. ექსპოზიცია აერთიანებს ავტორის ნამუშევრებს, რომლებიც დამთვალიერებელს განსხვავებულ, წარმოსახვით რეალობაში ამოგზაურებს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება პარალელური სამყაროების იდუმალი სილუეტები და გამორჩეული პერსონაჟები, რომლებიც ვიზიტორებს საკუთარი ინტერპრეტაციისა და აღქმის სივრცეს უტოვებს. გიორგი მჟავანაძის შემოქმედება გამოირჩევა ორიგინალური მხატვრული ხედვით, ფანტასტიკური სიუჟეტებითა და ექსპერიმენტული ფორმებით. მის მიერ შექმნილი პერსონაჟები თითქოს სხვა განზომილებაში არსებობენ, თუმცა მათში ადამიანური განცდები : სიყვარული, სევდა და ემოციების მრავალფეროვნება მკაფიოდ იკითხება. ექსპოზიცია დამთვალიერებლებს 15–22 აგვისტოს უმასპინძლებს. დასწრება თავისუფალია.