19 ივნისი 2015

მე ვარ მედეა

პერფომანსი სამუშაო პროცესში – „მე ვარ მედეა“
ავტორები: ნადია წულუკიძე და იოხენ შტეხმანი

მანიაკალურ–დეპრესიული მდგომარეობა – ასე აღწერს პიტერ ტუჰეი სიყვარულისაგან დატანჯული მედეას ფსიქოლოგიურ მდგომარეობას თავის წიგნში –„მელანქოლია, სიყვარული და დრო“. მედეას დაკარგული აქვს უნარი აღიქვას საკუთარი თავი გარესამყაროსაგან განცალკევებით, მისი კრიზისი არის მცდელობა აღადგინოს ერთიანობა საკუთარ თავთან.
კვლევაში, რომელსაც ნადია წულუკიძე და იოხენ შტეხმანი „თანამედროვე ხელოვნების სივრცეში“ ახორციელებენ, ისინი ყურადღებას ამახვილებენ მსგავსი მდომარეობის კრიზისზე, როგორც რეინტეგრაციის საშუალებაზე. საკუთარ ინტეპრეტაციაზე დაყრდნობით, მედეას, არტისტები იკვლევენ „მე“–ს, როგორც ტკივილისა და გაუცხოების, ოჯახის, საზოგადოებისა და საკუთარი თავისაგან ტოტალური გარიყულობის შედეგს.


არტისტები მუშაობის კრეატიულ პროცესს წარმოუდგენენ საზოგადოებას და მისცემენ დისკუსიაში ჩართვის საშუალებას.


იოხენ შტეხმანი – თანამედროვე ცეკვის ქორეოგრაფი და მათემატიკოსი ბერლინიდან.
ნადია წულიკიძე–თბილისსა და ამსტერდამში მოღვაწე არტისტი ,რომელიც თავის შემოქმედებაში იყენებს მუსიკას, ცეკვასა და ვიზუალურ ხელოვნებას.

ამ ორი არტისტის თანამშრომლობა დაიწყო ამსტერდამში, DasArts თეატრლური სამაგისტრო პროგრამის პერიოდში .
არტისტების პოსტ–დრამატული ნამუშევრები ექსპერიმენტულია, თუმცა აღსაქმელად ხელვმისაწვდომი.
ისინი მუშაობენ ღრმა და დიდ თემებზე, ამავე დროს სპეციფიური და პერსონალური თვალთახედვით .
(www.traum-a.nl).

პროექტი მხარდაჭერილია „გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში“ და "ევროპული კულტურის ფონდის" მიერ

სიახლე

როგორ იწყება ახალგაზრდა ხელოვანის გზა? ჯგუფური გამოფენა • Cas Talks


9 სექტემბერს, 20:00 საათზე, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ჯგუფური გამოფენა გაიხსნება, რომელშიც მონაწილეობენ ახალგაზრდა ხელოვანები: * მარიამ ჭაღალიძე * ანა ერქომაიშვილი * მარია ცეცხლაძე * დალილა მიქელაძე * ანეტი ქარცივაძე გამოფენის გახსნის ფარგლებში გაიმართება CAS TALKS შეხვედრა თემაზე „როგორ იწყება ახალგაზრდა ხელოვანის გზა“. შეხვედრის სტუმრები იქნებიან ხელოვნებათმცოდნე რატი ჩიბურდანიძე და მხატვარი, გრაფიტის არტისტი იოსებ ჯორბენაძე. საუბარი შეეხება ახალგაზრდა ხელოვანის პროფესიული გზის დასაწყისს, პირველ ნაბიჯებს, ამ პროცესთან დაკავშირებულ გამოწვევებს, საკუთარი მხატვრული ენის ძიებას და იმ შესაძლებლობებს, რომლებიც თანამედროვე ხელოვნების სფეროში ახალ თაობას ეძლევა.  თანამედროვე ხელოვნების სივრცე  9 სექტემბერი  20:00  დასწრება თავისუფალია 

გიორგი მჟავანაძის პერსონალური გამოფენა „სხვა სამყარო“


თანამედროვე ხელოვნების სივრცე წარმოგიდგენთ მხატვარ გიორგი მჟავანაძის პერსონალურ გამოფენას „სხვა სამყარო“, რომელიც გაიხსნება 15 აგვისტოს, 20:00 საათზე. ექსპოზიცია აერთიანებს ავტორის ნამუშევრებს, რომლებიც დამთვალიერებელს განსხვავებულ, წარმოსახვით რეალობაში ამოგზაურებს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება პარალელური სამყაროების იდუმალი სილუეტები და გამორჩეული პერსონაჟები, რომლებიც ვიზიტორებს საკუთარი ინტერპრეტაციისა და აღქმის სივრცეს უტოვებს. გიორგი მჟავანაძის შემოქმედება გამოირჩევა ორიგინალური მხატვრული ხედვით, ფანტასტიკური სიუჟეტებითა და ექსპერიმენტული ფორმებით. მის მიერ შექმნილი პერსონაჟები თითქოს სხვა განზომილებაში არსებობენ, თუმცა მათში ადამიანური განცდები : სიყვარული, სევდა და ემოციების მრავალფეროვნება მკაფიოდ იკითხება. ექსპოზიცია დამთვალიერებლებს 15–22 აგვისტოს უმასპინძლებს. დასწრება თავისუფალია.