სტაჟირება ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში

CAS ბათუმი იწვევს მსურველებს სტაჟირების გასავლელად ონლაინ კონტენტის შექმნისა და მართვის მიმართულებით.

სტაჟირების პროგრამის შექმნის მიზანია, თანამედროვე ხელოვნებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის სივრცის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. დაინტერესებულ პირებს მიეცეთ საშუალება გაიღრმავონ ცოდნა და გამოცდილება. 

2022 წელს თანამედროვე ხელოვნების სივრცეში დაგეგმილია (ადგილობრივი და უცხოელი) არტისტების ნამუშევრების გამოფენები და საგანმანათლებლო აქტივობები, ასევე თანამედროვე ხელოვნების ყოველწლიური ფესტივალი Interchange. სტაჟიორს საშუალება ექნება ჩაერთოს საორგანიზაციო პროცესებში.

ჩვენი მოლოდინები:

  • თანამედროვე ხელოვნებით დაინტერესება;
  • ქართულად და ინგლისურად გამართულად წერის უნარი;
  • სოციალური მედია პლატფორმების მართვის საბაზისო დონეზე ცოდნა ან შესწავლის სურვილი;
  • ვიზუალურ კონტენტზე მუშაობის გამოცდილება;
  • უპირატესობად ჩაითვლება, ბლოგპოსტების წერის უნარი.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • Facebook, Instagram და Youtube არხებში კონტენტის დაგეგმვა კვირაში ერთხელ; სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა ღონისძიებების კალენდრის მიხედვით; 
  • სხვადასხვა ონლაინ პლატფორმებზე ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის განთავსება თანამედროვე ხელოვნების სივრცის ონლაინ ხილვადობის გაზრდის მიზნით;
  • ყოველთვიური გამოწერის [newsletter] მომზადება;
  • დაინტერესების შემთხვევაში, თანამედროვე ხელოვნების სივრცის სხვა პროცესებშიც ჩართვა.

პირობები:

  • სამუშაო ადგილი: ბათუმი, თანამედროვე ხელოვნების სივრცე (შესაძლებელია დისტანციურად  მუშაობა)
  • სამუშაო საათები: თავისუფალი, სივრცის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების ვადების მიხედვით.
  • ხანგრძლივობა: 3 თვე (გაგრძელების პერსპექტივით ,ორმხრივი შეთანხმების შემთხვევაში)
  • განაცხადების მიღება იწარმოებს პოზიციის შევსებამდე
  • მსურველებმა უნდა გამოგვიგზავნონ სამოტივაციო წერილი და CV ქართულ ან/და ინგლისურ ენაზე ერთ PDF ფაილად
  • განცხადებები მიიღება ელქტრონულად შემდეგ მისამართზე: info@casbatumi.ge (მეილის სათაურში მიუთითეთ სიტვყა INTERNSHIP)

შეკითხვების შემთხვევაში, მოგვმართეთ ელ.ფოსტაზე info@casbatumi.ge იმავე სათაურის მითითებით.

 

სიახლე

ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ექვსი ახალგაზრდა ხელოვანის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.


ექსპოზიციაში წარმოდგენილი იყო ჯეინი მხიტარიანის, სალომე კილაძის, ვიოლეტა ყურშუბაძის, მარიამ თავდგირიძის, ანა ინაიშვილის , ანანო კონცელიძისა და ანეტა ჯაბნიძის შემოქმედება. გამოფენაზე დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა, გაცნობოდა ახალგაზრდა ხელოვანების განსხვავებულ შემოქმედებით ხედვებსა და ნამუშევრებს, რომლებიც სხვადასხვა მხატვრულ მიმართულებასა და ინდივიდუალურ მიდგომას აერთიანებდა. თანამედროვე ხელოვნების სივრცე აქტიურად უჭერს მხარს ახალგაზრდების შემოქმედებით ინიციატივებს, ხელს უწყობს მათი ნამუშევრების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობასა და თანამედროვე ხელოვნებაში ახალი სახელების წარმოჩენას.

თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ლიზა ჩაგანავას პერსონალური გამოფენა „ფერთა დიალოგი“ გაიხსნა


გამოფენა ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება და დამთვალიერებელს შესაძლებლობას მისცემს, გაეცნოს ავტორის შემოქმედებას, მის ინდივიდუალურ ხედვასა და ფერების მრავალფეროვან სამყაროს. გამოფენის მიზანია ახალგაზრდა ხელოვანების მხარდაჭერა, მათი შემოქმედების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა და თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაცია. თანამედროვე ხელოვნების სივრცე აქტიურად აგრძელებს ახალგაზრდა ხელოვანებისთვის პლატფორმის შექმნას, მათი შემოქმედებითი პოტენციალის წარმოჩენასა და ბათუმის კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნებას

თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ახალგაზრდა ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.


თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ახალგაზრდა ხელოვანების, გუკა (გურამ) სურგულაძის, სანდრო ხოზრევანიძის, რევაზ ყურშუბაძისა და გიგი იმნაძის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ახალგაზრდა ავტორების ფერწერული და კერამიკული ნამუშევრები, რომლებიც მათ ინდივიდუალურ შემოქმედებით ხედვასა და მიდგომებს ასახავდა. გამოფენა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის, მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, წმინდა ბარბარეს ეკლესიასთან არსებული საკვირაო სკოლის არტთერაპიის სახელოსნოს ფარგლებში მოეწყო. პროექტის ხელმძღვანელი და პედაგოგია დეკანოზი შიო პაიჭაძე. გამოფენა მიზნად ისახავდა ახალგაზრდა ხელოვანთა შემოქმედების წარმოჩენას, მათი ნამუშევრების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობასა და შემოქმედებითი შესაძლებლობების განვითარებას. თანამედროვე ხელოვნების სივრცე მომავალშიც გააგრძელებს ახალგაზრდა ავტორების მხარდაჭერას