25 ივლისს, 15:00 საათზე, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გაიმართება ზაზა ხალვაშის ფილმის „ლოტო“ ჩვენება.
„ლოტო“ - იგავი ზღვისპირა ქალაქზე.
25 ივლისი 15:00 საათი
თანამედროვე ხელოვნების სივრცე
ზ. გამსახურდიას 1/5
დასწრება თავისუფალია.
17 ივლისს, 16:00 საათზე, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გაიხსნება რეწვის ოსტატის მზევინარ ირემაძის ნამუშევრების გამოფენა. მზევინარ ირემაძე ქმნის უნიკალურ ხელნაკეთ ნივთებს, რომლებშიც აჭარული ორნამენტები, ტრადიციული ტექნიკა და ქართული კულტურული მემკვიდრეობის სიყვარული ერთიანდება. ზ.გამსახურდიას 1/5 17–31 ივლისი გახსნა: 16:00 საათი
25 ივნისს, 18:00 საათზე, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გაიხსნება ნინო ნიჟარაძის პერსონალური გამოფენა „Art – Allusion / არტ – ალუზიები“. გამოფენა აერთიანებს მხატვრის უახლეს ნამუშევრებს, სადაც ფერწერის, ფორმისა და სიმბოლური მინიშნებების მეშვეობით იქმნება სივრცე ინტერპრეტაციისა და თავისუფალი დიალოგისთვის.