თანამედროვე ხელოვნების სივრცე წარმოგიდგენთ მხატვარ ლევან ლაზარიშვილის პერსონალურ გამოფენას „გალაქტიკის სერია“.
გამოფენა წარმოადგენს ავტორის შემოქმედების ახალ ეტაპს, სადაც ფერწერული ნამუშევრების საშუალებით იკვეთება კოსმოსური სივრცეების, წარმოსახვისა და აბსტრაქტული ფორმების მრავალფეროვანი ინტერპრეტაციები.
გამოფენის გახსნა გაიმართება 3 აგვისტოს, 16:00 საათზე, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში
[ზ. გამსახურდიას ქ. 1/5, ბათუმი]
ექსპოზიცია დამთვალიერებლებს 3–8 აგვისტოს უმასპინძლებს.
დასწრება თავისუფალია.