თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ახალგაზრდა ხელოვანების, გუკა (გურამ) სურგულაძის, სანდრო ხოზრევანიძის, რევაზ ყურშუბაძისა და გიგი იმნაძის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ახალგაზრდა ავტორების ფერწერული და კერამიკული ნამუშევრები, რომლებიც მათ ინდივიდუალურ შემოქმედებით ხედვასა და მიდგომებს ასახავდა.
გამოფენა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის, მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, წმინდა ბარბარეს ეკლესიასთან არსებული საკვირაო სკოლის არტთერაპიის სახელოსნოს ფარგლებში მოეწყო. პროექტის ხელმძღვანელი და პედაგოგია დეკანოზი შიო პაიჭაძე.
გამოფენა მიზნად ისახავდა ახალგაზრდა ხელოვანთა შემოქმედების წარმოჩენას, მათი ნამუშევრების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობასა და შემოქმედებითი შესაძლებლობების განვითარებას.
თანამედროვე ხელოვნების სივრცე მომავალშიც გააგრძელებს ახალგაზრდა ავტორების მხარდაჭერას