გამოფენა მხატვრის შემოქმედების სხვადასხვა ეტაპს აერთიანებს. „TNT“-ის მთავარი იდეა აფეთქებაა ძალის, ენერგიის, ემოციის, სიყვარულისა და შემოქმედებითი იმპულსის სიმბოლო, რომელიც დაგროვილ გამოცდილებას ახალ ფორმად გარდაქმნის.
გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილია როგორც სხვადასხვა პერიოდის ნამუშევრები, ასევე ახალი ნამუშევრები და ცოცხალი პერფორმანსი.
ღონისძიების მიზანია თანამედროვე ხელოვანების მხარდაჭერა და მათი შემოქმედების ფართო მასშტაბებისთვის გაცნობა. გამოფენა აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.