Virtual Landscapes

 

18 ნოებერი - 15 დეკემბერი

ციფრული ხელოვნების და კულტურის ონლაინ პროგრამა


Virtual Landscapes არის ერთთვიანი ონლაინ პროგრამა ციფრული ხელოვნებისა და კულტურის შესახებ, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ფორმატის ონლაინ აქტივობებს. Პროგრამა შეიქმნა თანამედროვე ხელოვნების სივრცის მიერ ციფრულ კულტურაზე დიალოგის განვითარების მიზნით და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. 

Პროექტის ფარგლებში ჩვენ შევეხებით ისეთ საკითხებს, როგორიც არის ციფრული ავტონომია, პირადი მონაცემების დაცვა, NFT ხელოვნება, VR და AR ტექნოლოგიები ხელოვნებაში და სხვა. Სესიები ჩატარდება ვორქშოფების, გამოფენების და დისკუსიების ფორმატში სხვადასხვა ონლაინ პლატფორმების გამოყენებით. 


WE ARE ALL UNDER THE SAME SKY

18 Nov, 7pm CET | 10m GMT +4

Gabriella Torres-Ferrer

Curated by Mara-Johanna Kölmel

VR exhibition followed by artist & curator talk

Location: Priska Pasquer Virtual Gallery


DATA PRIVACY: TO BE OR NOT TO BE

24 Nov, 9pm GMT +4

ინტერაქტიული დისკუსია Ნინო რობაქიძესთან, მედია მკვლევარი და ციფრული უსაფრთხოების ენთუზიასთი


Workshop ][ --web-server ][ lever burns ] _

 

1 Dec, 1pm GMT +4 

უორქშოპი ][ --ვებ-სერვერი ][ lever burns ] _

By Vo Ezn /vɔ ɪzn/ -- a sound artist working on server-side tensions and sassy interfaces ][ figuring out the tools for-to knowledge-sharing / opting-out //autonomy ][ --to-for-by-with on my own terms.


FROM PUBLIC TO VIRTUAL SPACE

8 Dec, 9pm GMT +4 

ვიდეოს ჩვენება და დისკუსია ხელოვან მარიამ ნატროშვილთან


NFTs: NEXT LEVEL OF DIGITAL REVOLUTION

15 Dec, 9pm GMT +4 

Discussion panel with conceptual artist Jacob Shedevrs 


Virtual Landscape-ში მონაწილეობისათვის, საჭიროა მარტივი რეგისტრაციის გავლა შემდეგი ბმულის გამოყენებით. დარეგისტრირებულ მონაწილეებს თითოეულ სესიამდე დაეგზავნებათ ინფორმაცია ღონისძიებაზე დასწრების ბმულით და დამატებითი ინსტრუქციებით. 

Შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელ. ფოსტაზე: casbatumi@gmail.com

თვალი ადევნეთ სიახლეებს და გამოგვყევით ინსტაგრამსა და ფეისბუკზე.


Პროექტის ვიზუალებზე იმუშავა გრაფიკოს-დიზაინერმა მაკო ბოლქვაძემ

თუ კი გსურთ სამომავლოდ თქვენი კონტრიბუცია შეიტანოთ CAS Batumi-ის პროექტებში, კოლაბორაციისთვის დაგვიკავშირდით ელ.ფოსტის მეშვეობით

 


 

 

სიახლე

ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ექვსი ახალგაზრდა ხელოვანის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.


ექსპოზიციაში წარმოდგენილი იყო ჯეინი მხიტარიანის, სალომე კილაძის, ვიოლეტა ყურშუბაძის, მარიამ თავდგირიძის, ანა ინაიშვილის , ანანო კონცელიძისა და ანეტა ჯაბნიძის შემოქმედება. გამოფენაზე დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა, გაცნობოდა ახალგაზრდა ხელოვანების განსხვავებულ შემოქმედებით ხედვებსა და ნამუშევრებს, რომლებიც სხვადასხვა მხატვრულ მიმართულებასა და ინდივიდუალურ მიდგომას აერთიანებდა. თანამედროვე ხელოვნების სივრცე აქტიურად უჭერს მხარს ახალგაზრდების შემოქმედებით ინიციატივებს, ხელს უწყობს მათი ნამუშევრების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობასა და თანამედროვე ხელოვნებაში ახალი სახელების წარმოჩენას.

თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ლიზა ჩაგანავას პერსონალური გამოფენა „ფერთა დიალოგი“ გაიხსნა


გამოფენა ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება და დამთვალიერებელს შესაძლებლობას მისცემს, გაეცნოს ავტორის შემოქმედებას, მის ინდივიდუალურ ხედვასა და ფერების მრავალფეროვან სამყაროს. გამოფენის მიზანია ახალგაზრდა ხელოვანების მხარდაჭერა, მათი შემოქმედების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა და თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაცია. თანამედროვე ხელოვნების სივრცე აქტიურად აგრძელებს ახალგაზრდა ხელოვანებისთვის პლატფორმის შექმნას, მათი შემოქმედებითი პოტენციალის წარმოჩენასა და ბათუმის კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნებას

თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ახალგაზრდა ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.


თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ახალგაზრდა ხელოვანების, გუკა (გურამ) სურგულაძის, სანდრო ხოზრევანიძის, რევაზ ყურშუბაძისა და გიგი იმნაძის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ახალგაზრდა ავტორების ფერწერული და კერამიკული ნამუშევრები, რომლებიც მათ ინდივიდუალურ შემოქმედებით ხედვასა და მიდგომებს ასახავდა. გამოფენა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის, მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, წმინდა ბარბარეს ეკლესიასთან არსებული საკვირაო სკოლის არტთერაპიის სახელოსნოს ფარგლებში მოეწყო. პროექტის ხელმძღვანელი და პედაგოგია დეკანოზი შიო პაიჭაძე. გამოფენა მიზნად ისახავდა ახალგაზრდა ხელოვანთა შემოქმედების წარმოჩენას, მათი ნამუშევრების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობასა და შემოქმედებითი შესაძლებლობების განვითარებას. თანამედროვე ხელოვნების სივრცე მომავალშიც გააგრძელებს ახალგაზრდა ავტორების მხარდაჭერას