09 სექტემბერი 2021

კლდის ციხე-სიმაგრე

 

არტისტი: ჯალა ვაჰიდი

კურატორი:  ელენე აბაშიძე

E.A. Shared Space

 

გამოფენა “კლდის ციხე-სიმაგრე” სათაურს იღებს ჩრდილოეთ ქურთისტანის ქალაქი ჰესკიფიდან. ეს უძველესი ქალაქია, რომელიც ათასწლეულების მანძილზე შექმნილ ცივილიზაციის ფენებს მოიცავს. ჰესკიფი ახლა სრულადაა ჩაძირული წყლის ქვეშ, თურქეთის “სამხრეთ-ანატოლიის პროექტის” შედეგად. ეს პროექტი მოიცავს 22 კაშხალის, 19 ელექტროსადგურის და სარწყავი სქემების აშენებას 17,000 კმ2 მიწის მასაზე, მდგრადი განვითარების, ეკონომიკური ზრდის და მრავალსექტორული რეგიონალური განვითარების იდეის ფარგლებში. ათწლეულების მანძილზე ამ პროექტის განვითარებამ განაპირობა ათასობით ქურთის გადაადგილება და დატბორვის შედეგად მათი კულტურის აღმოფხვრა.

 

ქანდაკების, ხმის და სინათლის ინსტალაციის საშუალებით, „კლდის ციხე-სიმაგრე“ იკვლევს წყალქვეშ მიმდინარე ჩუმ ომს, სადაც სიჩუმე, როგორც ფიზიკური, ასევე პოლიტიკურია. ეს არის პროვოკაცია, რომელიც ახსენებს მაყურებელს  წაშლილ ისტორიას. წყალდიდობის დადგომის შემდეგ, ათასწლეულების განმავლობაში ცივილიზაციებით მოცული იკონოგრაფიული ლომები მღერიან და იყენებენ ბეითოკანის კურმანჯულ მელოდიებს, რომელიც წარადგენს ქურთულ კულტურას. პროცესის მიმდინარეობისას წამოიჭრა კითხვები, ისტორიული ფაქტების ინტერპრეტაციისა და გეოპოლიტური კონტექსტის მიღმა ქურთისტანის სამომავლო საზღვრების წარმოდგენების ეთიკურობასთან დაკავშირებით.

 

ხმის ნამუშევარი „კლდის ციხე-სიმაგრე“ შესრულებულია ჯულია კატარინას მიერ, პროდიუსერი ოუვენ პრატი.

სიახლე

როგორ იწყება ახალგაზრდა ხელოვანის გზა? ჯგუფური გამოფენა • Cas Talks


9 სექტემბერს, 20:00 საათზე, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ჯგუფური გამოფენა გაიხსნება, რომელშიც მონაწილეობენ ახალგაზრდა ხელოვანები: * მარიამ ჭაღალიძე * ანა ერქომაიშვილი * მარია ცეცხლაძე * დალილა მიქელაძე * ანეტი ქარცივაძე გამოფენის გახსნის ფარგლებში გაიმართება CAS TALKS შეხვედრა თემაზე „როგორ იწყება ახალგაზრდა ხელოვანის გზა“. შეხვედრის სტუმრები იქნებიან ხელოვნებათმცოდნე რატი ჩიბურდანიძე და მხატვარი, გრაფიტის არტისტი იოსებ ჯორბენაძე. საუბარი შეეხება ახალგაზრდა ხელოვანის პროფესიული გზის დასაწყისს, პირველ ნაბიჯებს, ამ პროცესთან დაკავშირებულ გამოწვევებს, საკუთარი მხატვრული ენის ძიებას და იმ შესაძლებლობებს, რომლებიც თანამედროვე ხელოვნების სფეროში ახალ თაობას ეძლევა.  თანამედროვე ხელოვნების სივრცე  9 სექტემბერი  20:00  დასწრება თავისუფალია 

გიორგი მჟავანაძის პერსონალური გამოფენა „სხვა სამყარო“


თანამედროვე ხელოვნების სივრცე წარმოგიდგენთ მხატვარ გიორგი მჟავანაძის პერსონალურ გამოფენას „სხვა სამყარო“, რომელიც გაიხსნება 15 აგვისტოს, 20:00 საათზე. ექსპოზიცია აერთიანებს ავტორის ნამუშევრებს, რომლებიც დამთვალიერებელს განსხვავებულ, წარმოსახვით რეალობაში ამოგზაურებს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება პარალელური სამყაროების იდუმალი სილუეტები და გამორჩეული პერსონაჟები, რომლებიც ვიზიტორებს საკუთარი ინტერპრეტაციისა და აღქმის სივრცეს უტოვებს. გიორგი მჟავანაძის შემოქმედება გამოირჩევა ორიგინალური მხატვრული ხედვით, ფანტასტიკური სიუჟეტებითა და ექსპერიმენტული ფორმებით. მის მიერ შექმნილი პერსონაჟები თითქოს სხვა განზომილებაში არსებობენ, თუმცა მათში ადამიანური განცდები : სიყვარული, სევდა და ემოციების მრავალფეროვნება მკაფიოდ იკითხება. ექსპოზიცია დამთვალიერებლებს 15–22 აგვისტოს უმასპინძლებს. დასწრება თავისუფალია.