29 ოქტომბერი 2021

All Your Favourite Bitches and Witches⁣

 

​მონაწილე ხელოვანები: ანი გურაშვილი, ელენე ლაპიაშვილი, ქეუ მეფარიშვილი, ანა ჩადუნელი, გვანცა ჯიშკარიანი

 

წარმოდგენილი ნამუშევრები განიხილავენ ისეთ თემებს, როგორიცაა იდენტობა, გენდერული როლები და სტერეოტიპები, პირადი ისტორიები თუ კოლექტიური მეხსიერება, მისტიციზმი და კლიშე.⁣⁣

​⁣⁣

გამოფენა ერთგვარი პასუხია ზოგად მსოფლიო ტენდენციაზე, სადაც ძლიერი ქალი დაწინაურდა და თავის ადგილს იმკვიდრებს, როგორც სუბიექტი და საკუთარი თავის პატრონი.⁣⁣

გამოფენის სათაური ერთგვარი ხუმრობაა იმ ორ წამყვან იარლიყზე, რომელსაც დამოუკიდებელ, ძლიერ ქალებს აწებებენ ხოლმე, მათი დამცირების და გარიყვის მიზნით. მათ, ვისაც საკუთარი აზრის გამოთქმის სურვილი აქვთ: ან ჯადოქრებს უწოდებენ და წვავენ, ან ძუკნებს არქმევენ და მათზე ძალადობენ. სათაური ხაზს უსვამს ამ ფიქსაციას, რომელიც თითქოს ზიზღნარევი და ნეგატიური დამოკიდებულებაა, მაგრამ სინამდვილეში, ხშირად, ძლიერი მიზიდულობით და შეპყრობილი მიჯაჭვულობითაა გამოწვეული. სინამდვილეში კი, თანამედროვე ჯადოქრებს ეს იარლიყები ვეღარ გააჩერებენ, პირიქით, ეს მათთვის ბრძოლის გაგრძელების მოტივაცია და დაბრკოლებაა, რომელსაც წამში გაანადგურებენ!⁣⁣

 

The Why Not Gallery

სიახლე

როგორ იწყება ახალგაზრდა ხელოვანის გზა? ჯგუფური გამოფენა • Cas Talks


9 სექტემბერს, 20:00 საათზე, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ჯგუფური გამოფენა გაიხსნება, რომელშიც მონაწილეობენ ახალგაზრდა ხელოვანები: * მარიამ ჭაღალიძე * ანა ერქომაიშვილი * მარია ცეცხლაძე * დალილა მიქელაძე * ანეტი ქარცივაძე გამოფენის გახსნის ფარგლებში გაიმართება CAS TALKS შეხვედრა თემაზე „როგორ იწყება ახალგაზრდა ხელოვანის გზა“. შეხვედრის სტუმრები იქნებიან ხელოვნებათმცოდნე რატი ჩიბურდანიძე და მხატვარი, გრაფიტის არტისტი იოსებ ჯორბენაძე. საუბარი შეეხება ახალგაზრდა ხელოვანის პროფესიული გზის დასაწყისს, პირველ ნაბიჯებს, ამ პროცესთან დაკავშირებულ გამოწვევებს, საკუთარი მხატვრული ენის ძიებას და იმ შესაძლებლობებს, რომლებიც თანამედროვე ხელოვნების სფეროში ახალ თაობას ეძლევა.  თანამედროვე ხელოვნების სივრცე  9 სექტემბერი  20:00  დასწრება თავისუფალია 

გიორგი მჟავანაძის პერსონალური გამოფენა „სხვა სამყარო“


თანამედროვე ხელოვნების სივრცე წარმოგიდგენთ მხატვარ გიორგი მჟავანაძის პერსონალურ გამოფენას „სხვა სამყარო“, რომელიც გაიხსნება 15 აგვისტოს, 20:00 საათზე. ექსპოზიცია აერთიანებს ავტორის ნამუშევრებს, რომლებიც დამთვალიერებელს განსხვავებულ, წარმოსახვით რეალობაში ამოგზაურებს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება პარალელური სამყაროების იდუმალი სილუეტები და გამორჩეული პერსონაჟები, რომლებიც ვიზიტორებს საკუთარი ინტერპრეტაციისა და აღქმის სივრცეს უტოვებს. გიორგი მჟავანაძის შემოქმედება გამოირჩევა ორიგინალური მხატვრული ხედვით, ფანტასტიკური სიუჟეტებითა და ექსპერიმენტული ფორმებით. მის მიერ შექმნილი პერსონაჟები თითქოს სხვა განზომილებაში არსებობენ, თუმცა მათში ადამიანური განცდები : სიყვარული, სევდა და ემოციების მრავალფეროვნება მკაფიოდ იკითხება. ექსპოზიცია დამთვალიერებლებს 15–22 აგვისტოს უმასპინძლებს. დასწრება თავისუფალია.