08 სექტემბერი 2014

ღრმად საბჭოთა საქართველოში & საპასპორტო ფოტო

ღრმად საბჭოთა საქართველოში, ისინი მეგობრობის სიმღერებს მღერიან

გამოფენა რომელის 2012 წელს SINOPALE და CHANAKALE ბიენალეებზე იყო წარმოდგენილი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და ა. რ. აჭარის განათლებისა, კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.
გამოფენა რამოდენიმე სეგმენტისაგან შედგება ერთი არის ვალერი( საშა) მითაიშვილის კერძო არქივისა და ხარიტონახვლედიანის მხარეთმცოდნეობის კოლექციიდან. გამოფენა მოგვითხრობს კერძო ისტორიებსა და ქალაქის ისტორიას 1920 წლებიდან 1990 წლებამდე.
გამოფენა სამი ნაწილიდან შედგება: ეს არის ბათუმის ხარიტონ ახლვედიანის სახელობის მხარეთმცოდენეობის მუზეუმის არქივის ფოტოები , რუკები რომლებიც ყველაზე ნათლად ასახავს მიმდინარე ცვლილებეს.
გარდა ამისა, იქნება წარმოდეგნიი ვალერი(საშა) მითიაშვილის ფოტო ნამუშევრების სერია. ვალერი(საშა) მითიაშვილი გაზეთ „საბჭოთა აჭარაში“ მუშაობდა 1945-1990 წლებამდე. მისი ნამუშევრები ფაქტობრივად მთელ საბჭოთა პერიოდს მოიცავს. აქ წარმოდგენილი ფოტოების ფართო სპეკტრი ყოფითი სცენებისგან შედგება. ასევე მრავლადაა საბჭოთა ზეიმებისა და ღონისძიებების აღმბეჭდავი ფოტოები და უბრალოდ ადამინების პორტერეტები.

 

საპასპორტო ფოტო

გამოფენის მეორე ნაწილში წარმოდგენილი იქნება შალვა ალხანაიძის ცნობილი სერია „საპასპორტო ფოტო“ 1960 წლების თუშური ქალების პორტრეტები, სავარაუდოდ იმ პერიდში მიმდინარეობდა რეგიონის მოსახლეობის აღწერა ან პასპორტიზაცია. ყველა მოსახლე წარმოდგენილია რუხ ზოლებიანი ქსოვილის ფონზე. აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდის თვითნასწავლი ფოტოგრაფის ხედვა დღესა მას ერთერთ საუკეთესო ქართველი ფოტოგრაფის სატატუს უმკვიდრებს .

სიახლე

როგორ იწყება ახალგაზრდა ხელოვანის გზა? ჯგუფური გამოფენა • Cas Talks


9 სექტემბერს, 20:00 საათზე, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ჯგუფური გამოფენა გაიხსნება, რომელშიც მონაწილეობენ ახალგაზრდა ხელოვანები: * მარიამ ჭაღალიძე * ანა ერქომაიშვილი * მარია ცეცხლაძე * დალილა მიქელაძე * ანეტი ქარცივაძე გამოფენის გახსნის ფარგლებში გაიმართება CAS TALKS შეხვედრა თემაზე „როგორ იწყება ახალგაზრდა ხელოვანის გზა“. შეხვედრის სტუმრები იქნებიან ხელოვნებათმცოდნე რატი ჩიბურდანიძე და მხატვარი, გრაფიტის არტისტი იოსებ ჯორბენაძე. საუბარი შეეხება ახალგაზრდა ხელოვანის პროფესიული გზის დასაწყისს, პირველ ნაბიჯებს, ამ პროცესთან დაკავშირებულ გამოწვევებს, საკუთარი მხატვრული ენის ძიებას და იმ შესაძლებლობებს, რომლებიც თანამედროვე ხელოვნების სფეროში ახალ თაობას ეძლევა.  თანამედროვე ხელოვნების სივრცე  9 სექტემბერი  20:00  დასწრება თავისუფალია 

გიორგი მჟავანაძის პერსონალური გამოფენა „სხვა სამყარო“


თანამედროვე ხელოვნების სივრცე წარმოგიდგენთ მხატვარ გიორგი მჟავანაძის პერსონალურ გამოფენას „სხვა სამყარო“, რომელიც გაიხსნება 15 აგვისტოს, 20:00 საათზე. ექსპოზიცია აერთიანებს ავტორის ნამუშევრებს, რომლებიც დამთვალიერებელს განსხვავებულ, წარმოსახვით რეალობაში ამოგზაურებს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება პარალელური სამყაროების იდუმალი სილუეტები და გამორჩეული პერსონაჟები, რომლებიც ვიზიტორებს საკუთარი ინტერპრეტაციისა და აღქმის სივრცეს უტოვებს. გიორგი მჟავანაძის შემოქმედება გამოირჩევა ორიგინალური მხატვრული ხედვით, ფანტასტიკური სიუჟეტებითა და ექსპერიმენტული ფორმებით. მის მიერ შექმნილი პერსონაჟები თითქოს სხვა განზომილებაში არსებობენ, თუმცა მათში ადამიანური განცდები : სიყვარული, სევდა და ემოციების მრავალფეროვნება მკაფიოდ იკითხება. ექსპოზიცია დამთვალიერებლებს 15–22 აგვისტოს უმასპინძლებს. დასწრება თავისუფალია.