05 ოქტომბერი 2014

“Протяг” ორპირი


ჯგუფური გამოფენა ხარკოვი (უკრაინა)

კურატორი: იაროსლავა ბონდარჩუკი

მონაწილეები:
ვიტალი კოხანი “ორპირი”, ინსტალიაცია
ჰამლეტ ზინკოვსკი “დღიური 2013”, საავტორო ტექნიკა
რომან მინინი “ჯილჯო სიჩუმისათვის”, UV-ბეჭდვა, არაკალი
ჯფუფი შილო “ევრომაიდანი”, ფოტო

 

უკრაინა, ევროპასა და რუსეთის ორპირს შორის აღმოჩნდა. ხარკოვი გზის გასაყარზე მყოფი ქალაქია, აქაური ხელოვანები შეეჩვივნენ სასაზღვრო სიტუაციას.

ჰაერის პატარა ძვრებზევ კი რეაგირებს ვიტალი კოხანის ინსტალიაცია „ორპირი“, რომელიც განთავსებულია „ჯგუფი შილო“ დოკუმენტურ ფოტო სერიის „მეიდანი“ გვერდით.

რომან მინინის „ჯილდო სიჩუმისათვის“ და ჰამლეტ ზინკოვსკის „დღიური 2013“ რეაგირებს და ასახავს დღევანდელ ტურბულენტურ სიტუაციას ხარკოვსა და მთელ უკრაინაში.

პროექტის ფარგლებში  კურატორმა იაროსლავა ბონდარჩუკმა წაიკითხა ლექციას „დაიჭირე დრო“ ხარკოვის ფოტოსკოლა დაარსებიდან დღემდე.

 

სიახლე

ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ექვსი ახალგაზრდა ხელოვანის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.


ექსპოზიციაში წარმოდგენილი იყო ჯეინი მხიტარიანის, სალომე კილაძის, ვიოლეტა ყურშუბაძის, მარიამ თავდგირიძის, ანა ინაიშვილის , ანანო კონცელიძისა და ანეტა ჯაბნიძის შემოქმედება. გამოფენაზე დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა, გაცნობოდა ახალგაზრდა ხელოვანების განსხვავებულ შემოქმედებით ხედვებსა და ნამუშევრებს, რომლებიც სხვადასხვა მხატვრულ მიმართულებასა და ინდივიდუალურ მიდგომას აერთიანებდა. თანამედროვე ხელოვნების სივრცე აქტიურად უჭერს მხარს ახალგაზრდების შემოქმედებით ინიციატივებს, ხელს უწყობს მათი ნამუშევრების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობასა და თანამედროვე ხელოვნებაში ახალი სახელების წარმოჩენას.

თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ლიზა ჩაგანავას პერსონალური გამოფენა „ფერთა დიალოგი“ გაიხსნა


გამოფენა ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება და დამთვალიერებელს შესაძლებლობას მისცემს, გაეცნოს ავტორის შემოქმედებას, მის ინდივიდუალურ ხედვასა და ფერების მრავალფეროვან სამყაროს. გამოფენის მიზანია ახალგაზრდა ხელოვანების მხარდაჭერა, მათი შემოქმედების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა და თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაცია. თანამედროვე ხელოვნების სივრცე აქტიურად აგრძელებს ახალგაზრდა ხელოვანებისთვის პლატფორმის შექმნას, მათი შემოქმედებითი პოტენციალის წარმოჩენასა და ბათუმის კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნებას

თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ახალგაზრდა ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.


თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ახალგაზრდა ხელოვანების, გუკა (გურამ) სურგულაძის, სანდრო ხოზრევანიძის, რევაზ ყურშუბაძისა და გიგი იმნაძის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ახალგაზრდა ავტორების ფერწერული და კერამიკული ნამუშევრები, რომლებიც მათ ინდივიდუალურ შემოქმედებით ხედვასა და მიდგომებს ასახავდა. გამოფენა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის, მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, წმინდა ბარბარეს ეკლესიასთან არსებული საკვირაო სკოლის არტთერაპიის სახელოსნოს ფარგლებში მოეწყო. პროექტის ხელმძღვანელი და პედაგოგია დეკანოზი შიო პაიჭაძე. გამოფენა მიზნად ისახავდა ახალგაზრდა ხელოვანთა შემოქმედების წარმოჩენას, მათი ნამუშევრების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობასა და შემოქმედებითი შესაძლებლობების განვითარებას. თანამედროვე ხელოვნების სივრცე მომავალშიც გააგრძელებს ახალგაზრდა ავტორების მხარდაჭერას