18 ოქტომბერი 2014

საკუთარი სუფრა

სუფრის ინსტალაციის ავტორი: თამარ ჭაბაშვილი
ვიდეოინსტალაციის ავტორი: აგნეშკა დუდრაკი
ხმოვანი ინსტალაციის ავტორები: აგნეშკა დუდრაკი, ელიზა პროშჩუკი

პატრიარქალურ საზოგადოებაში ქალთა მტკივნეული გამოცდილება ხშირად შეუმჩნეველი, დამალული ან ტაბუდადებულია. გამოფენის მიზანია შექმნას სივრც18 ოქტომბერსე, ვირჯინია ვულფისეული „საკუთარი ოთახი“, სადაც მოისმენთ იმ ქალების მონათხრობს, რომლებიც პირადად გახდნენ გენდერული ძალადობის მსხვეპლნი. ჩვენი სურვილია მათი გამოცდილება პრობლემის ახლებურად გააზრების, კვლევისა და განსჯის საგნად იქცეს. 

ტრადიციული ქართული სუფრით შთაგონებულებს, გვსურსმეტაფორულ მაგიდაზე მოვათავსოთ ის, რაც იქ არასოდეს ხვდება - გენდერული ძალადობის მსხვერპლთა ისტორიები. თუმცა ჩვენთვის სუფრა მხოლოდ მკაცრი ტრადიციებისა და აკრძალვების ადგილი არ არის - ეს გახლავთ იმპროვიზებული პერფორმანსი, სადაც ადამიანს შეუძლია თავისუფლად გამოხატოს ღრმა პიროვნული გრძნობები, იყოს კრეატიული, მხიარული და იმედიანი. სუფრის ნორმატიული და, ამავე დროს, შემოქმედებითი ბუნება გვაძლევს საშუალებას უხილავი თვალსაჩინოდ ვაქციოთ და უკეთ დავინახოთ ჩვენი როლი მსხვერპლ ქალთა მძიმე ხვედრის მიჩუმათების პროცესში.

“საკუთარი სუფრა” რამდენიმე დამოუკიდებელი სუბიექტის თანამშრომლობის შედეგია. ესენი გახლავთ: მხატვარი თამუნა ჭაბაშვილი (საქართველო/ნიდერლანდები), ანთროპოლოგი აგნეშკა დუდრაკი (პოლონეთი/შვეიცარია), არასამთავრობო ორგანიზაცია „ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელი“ (საქართველო) და თვითდახმარების ჯგუფი „გესმით ქალის ხმა?“. ასევე, გამოფენა უმასპინძლებს ელიზა პროშჩუკის (პოლონეთი) ხმოვან ინსტალაციას.

შემოთავაზებული ინსტალაციები და ვიდეომასალა მომზადდა ძალადობის მსხვერპლ ქალებთან ჩაწერილი ინტერვიუების საფუძველზე. გარდა ამისა, თვითდახმარების ჯგუფის, „გესმით ქალის ხმა?“ წევრთა ინიციატვით, წარმოდგენილი იქნება მათი ხელით შექმნილი, მათი ცხოვრებისეული გამოცდილების ამსახველი ნივთები და მათ მიერ დაწერილი ზღაპრები. ამ ფორმით ჩვენ გვინდა თვითგამოხატვის საშუალება მივცეთ მათ, ვისაც, ჩვეულებრივ, ჩუმად ყოფნა უწევთ. 

 

სიახლე

ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ექვსი ახალგაზრდა ხელოვანის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.


ექსპოზიციაში წარმოდგენილი იყო ჯეინი მხიტარიანის, სალომე კილაძის, ვიოლეტა ყურშუბაძის, მარიამ თავდგირიძის, ანა ინაიშვილის , ანანო კონცელიძისა და ანეტა ჯაბნიძის შემოქმედება. გამოფენაზე დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა, გაცნობოდა ახალგაზრდა ხელოვანების განსხვავებულ შემოქმედებით ხედვებსა და ნამუშევრებს, რომლებიც სხვადასხვა მხატვრულ მიმართულებასა და ინდივიდუალურ მიდგომას აერთიანებდა. თანამედროვე ხელოვნების სივრცე აქტიურად უჭერს მხარს ახალგაზრდების შემოქმედებით ინიციატივებს, ხელს უწყობს მათი ნამუშევრების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობასა და თანამედროვე ხელოვნებაში ახალი სახელების წარმოჩენას.

თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ლიზა ჩაგანავას პერსონალური გამოფენა „ფერთა დიალოგი“ გაიხსნა


გამოფენა ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება და დამთვალიერებელს შესაძლებლობას მისცემს, გაეცნოს ავტორის შემოქმედებას, მის ინდივიდუალურ ხედვასა და ფერების მრავალფეროვან სამყაროს. გამოფენის მიზანია ახალგაზრდა ხელოვანების მხარდაჭერა, მათი შემოქმედების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა და თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაცია. თანამედროვე ხელოვნების სივრცე აქტიურად აგრძელებს ახალგაზრდა ხელოვანებისთვის პლატფორმის შექმნას, მათი შემოქმედებითი პოტენციალის წარმოჩენასა და ბათუმის კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნებას

თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ახალგაზრდა ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.


თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ახალგაზრდა ხელოვანების, გუკა (გურამ) სურგულაძის, სანდრო ხოზრევანიძის, რევაზ ყურშუბაძისა და გიგი იმნაძის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ახალგაზრდა ავტორების ფერწერული და კერამიკული ნამუშევრები, რომლებიც მათ ინდივიდუალურ შემოქმედებით ხედვასა და მიდგომებს ასახავდა. გამოფენა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის, მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, წმინდა ბარბარეს ეკლესიასთან არსებული საკვირაო სკოლის არტთერაპიის სახელოსნოს ფარგლებში მოეწყო. პროექტის ხელმძღვანელი და პედაგოგია დეკანოზი შიო პაიჭაძე. გამოფენა მიზნად ისახავდა ახალგაზრდა ხელოვანთა შემოქმედების წარმოჩენას, მათი ნამუშევრების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობასა და შემოქმედებითი შესაძლებლობების განვითარებას. თანამედროვე ხელოვნების სივრცე მომავალშიც გააგრძელებს ახალგაზრდა ავტორების მხარდაჭერას