21 ნოემბერი 2014

ჩემი სივრცე

ხელოვანი დინა ოგანოვა 

საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების (სსრკ) არსებობა 26 დეკემბერს, 1991 წელს დეკლარაციის საფუძველზე შეწყდა.შემდგომში ყოფილი საბჭოთა კავშირის სახელმწიფოები გაერთიანდნენ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში (დსთ). აგვისტოდან დეკემბრამდე, 15 –დან 13 რესპუბლიკა გამოეყო კავშირს. კვირით ადრე კავშირის ფორმალურ დაშლმდე, 11 რესპუბლიკამ, ყველამ გარდა ბალტიის ქვეყნებისა და საქართველოსი, ალმა-ატაში ხელი მოაწერეს ოქმს დსთ-ს დაფუძნებისა და საბჭოთა კავშირის არსებობის შეწყვეტის შესახებ. საბჭოთა კავშირის დაშლა აღინიშნა ასევე როგორც ცივი ომის ეპოქის დასრულებად.

2013 ... საქართველოს ახალი თაობა.
პირველი თაობა, რომელიც დაიბადა საბჭოთა ეპოქის დასასრულს და იზრდება დამოუკიდებელ საქართველოში.
თაობა, რომელიც დგას ორი საუკუნის გზაჯვარედინზე, რომელიც ებრძვის შეზღუდულ გარემოს. ეს არის თაობა, რომელიც ეძებს ნამდვილ თავისუფლებას.
ის საკუთარ სივრცეში ყვება პირად ისტორიებს და ოცნებებს

dikarka.ge

სიახლე

როგორ იწყება ახალგაზრდა ხელოვანის გზა? ჯგუფური გამოფენა • Cas Talks


9 სექტემბერს, 20:00 საათზე, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ჯგუფური გამოფენა გაიხსნება, რომელშიც მონაწილეობენ ახალგაზრდა ხელოვანები: * მარიამ ჭაღალიძე * ანა ერქომაიშვილი * მარია ცეცხლაძე * დალილა მიქელაძე * ანეტი ქარცივაძე გამოფენის გახსნის ფარგლებში გაიმართება CAS TALKS შეხვედრა თემაზე „როგორ იწყება ახალგაზრდა ხელოვანის გზა“. შეხვედრის სტუმრები იქნებიან ხელოვნებათმცოდნე რატი ჩიბურდანიძე და მხატვარი, გრაფიტის არტისტი იოსებ ჯორბენაძე. საუბარი შეეხება ახალგაზრდა ხელოვანის პროფესიული გზის დასაწყისს, პირველ ნაბიჯებს, ამ პროცესთან დაკავშირებულ გამოწვევებს, საკუთარი მხატვრული ენის ძიებას და იმ შესაძლებლობებს, რომლებიც თანამედროვე ხელოვნების სფეროში ახალ თაობას ეძლევა.  თანამედროვე ხელოვნების სივრცე  9 სექტემბერი  20:00  დასწრება თავისუფალია 

გიორგი მჟავანაძის პერსონალური გამოფენა „სხვა სამყარო“


თანამედროვე ხელოვნების სივრცე წარმოგიდგენთ მხატვარ გიორგი მჟავანაძის პერსონალურ გამოფენას „სხვა სამყარო“, რომელიც გაიხსნება 15 აგვისტოს, 20:00 საათზე. ექსპოზიცია აერთიანებს ავტორის ნამუშევრებს, რომლებიც დამთვალიერებელს განსხვავებულ, წარმოსახვით რეალობაში ამოგზაურებს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება პარალელური სამყაროების იდუმალი სილუეტები და გამორჩეული პერსონაჟები, რომლებიც ვიზიტორებს საკუთარი ინტერპრეტაციისა და აღქმის სივრცეს უტოვებს. გიორგი მჟავანაძის შემოქმედება გამოირჩევა ორიგინალური მხატვრული ხედვით, ფანტასტიკური სიუჟეტებითა და ექსპერიმენტული ფორმებით. მის მიერ შექმნილი პერსონაჟები თითქოს სხვა განზომილებაში არსებობენ, თუმცა მათში ადამიანური განცდები : სიყვარული, სევდა და ემოციების მრავალფეროვნება მკაფიოდ იკითხება. ექსპოზიცია დამთვალიერებლებს 15–22 აგვისტოს უმასპინძლებს. დასწრება თავისუფალია.