21 დეკემბერი 2014

გორელოვკა

ფოტოკლუბი- გორელოვკა

სოფლად ფოტოკლუბების შექმნის იდეა ფოტოხელოვან ნათელა გრიგალაშვილს ეკუთვნის, რომელმაც ფონდის „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით ნინოწმინდის რაიონის სოფელ გორელოვკაში დაიწყო მისი განხორციელება. სოფელი გორელოვკა, რომელიც სამცხე- ჯავახეთის რეგიონში მდებარეობს, რუსეთიდან
გადმოსახლებულმა დუხობორების რელიგიუმა დაჯგუფებამ მე-19 საუკუნის შუა წლებში დააარსა. დღეს გორელოვკაში დუხობორებთან ერთად ცხოვრობენ სომხები და აჭარიდან გადმოსახლებული ქართველები. ფოტოკლუბის ჩამოყალიბების მთავარი მიზანიც ფოტოგრაფიის ხელოვნებასთან მოსახლეობის ზიარება და ამის მეშვეობით აქ მცხოვრები სხვადასხვა ეროვნებისა და სარწმუნოების ადამიანების ერთმანეთთან უფრო დაახლოება საწყის ეტაპზე ფონდის „ღია საზოგადოება საქართველოს“ მიერ დაფინანსებული პროექტის „სოფლის ფოტოკლუბი - გორელოვკა“ ფარგლებში შეირჩა მსურველები და ჩამოყალიბდა ფოტოკლუბი, რომელშიც გაერთიანდა 15-დან 62-წლამდე ასაკის ქართველი, რუსი და სომეხი ეროვნების 12 ფოტომოყვარული. მონაწილეებს დაურიგდათ ფოტოაპარატები;
ფოტოხელოვანებმა, თეა სოსელიამ და ნათელა გრიგალაშვილმა ჩაუტარათ ვორკშოპები და სემინარები; მოეწყო ფოტოტურები. გადაღებების დროს პროექტის მონაწილე სოფლის მოსახლეობას უწევდა ერთად მოგზაურობა მახლობელ სოფლებში, რომლის დროსაც უკეთ გაიცნეს ერთმანეთი და დაახლოვდნენ.

ფოტოკლუბის წევრების მიერ გადაღებული და შეკრებილი მასალებიდან მომზადდა და დაიბეჭდა ფოტოალბომი და ღია ბარათები ფოტოკლუბის წევრთა
საუკეთესო ნამუშევრებით.

2014 წლის 4 აგვისტოს ნინოწმინდის რაიონის სოფელ გორელოვკის კულტურის სახლში გაიმართა სოფლის ფოტო კლუბის წევრების ნამუშევრების გამოფენა. ფოტონამუშევრები სოფლის მცხოვრებთა პირად შთაბეჭდილებებსა და ამ სოფლის ცხოვრების
ყოველდღიურობას ასახავდა, რაც საინტერესო მეგზურობას უწევდა დამთვალიერებელს მათ უჩვეულო სამყაროში. გამოფენის დროს მოეწყო რეჟისორ ალექსანდრე ქვირიას მიერ 2008 წელს გადაღებული ფილმის „დუხობორები, თემი გაქრობის პირას" ჩვენება. ფილმი 2011 წელს გერმანიის ქალაქ ვისბადენის ყოველწლიურ საერთაშორისო კინოფესტივალზე -
„Go East“ („სწორება აღმოსავლეთზე“) დაჯილდოვდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრიზით.
ღონისძიებაზე სოფლის მოსახლეობამ საკუთარი სამზარეულოს პრეზენტაციაც მოეწყო, წარმოადგინა ხელნაკეთი ნივთები და ფოლკლორული შემოქმედება. ამ ღონისძიების განსაკუთრებულ ხიბლს რუსების, სომხებისა და ქართველების განსხვავებული კულტურებისა და ტრადიციების სიმდიდრე ქმნიდა.

ფოტოკლუბის წევრთა ნამუშევრების გამოფენა თბილისში 10 დეკემბერს „ფონდ ღია საზოგადოება საქართველო“ საგამოფენო სივრცეში გაიმართა.
exhibition Open Society Georgia 

შეიქმნება ფოტოკლუბის ფეისპუქის გვერდი: Photo club Gorelovka 

 

სიახლე

როგორ იწყება ახალგაზრდა ხელოვანის გზა? ჯგუფური გამოფენა • Cas Talks


9 სექტემბერს, 20:00 საათზე, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ჯგუფური გამოფენა გაიხსნება, რომელშიც მონაწილეობენ ახალგაზრდა ხელოვანები: * მარიამ ჭაღალიძე * ანა ერქომაიშვილი * მარია ცეცხლაძე * დალილა მიქელაძე * ანეტი ქარცივაძე გამოფენის გახსნის ფარგლებში გაიმართება CAS TALKS შეხვედრა თემაზე „როგორ იწყება ახალგაზრდა ხელოვანის გზა“. შეხვედრის სტუმრები იქნებიან ხელოვნებათმცოდნე რატი ჩიბურდანიძე და მხატვარი, გრაფიტის არტისტი იოსებ ჯორბენაძე. საუბარი შეეხება ახალგაზრდა ხელოვანის პროფესიული გზის დასაწყისს, პირველ ნაბიჯებს, ამ პროცესთან დაკავშირებულ გამოწვევებს, საკუთარი მხატვრული ენის ძიებას და იმ შესაძლებლობებს, რომლებიც თანამედროვე ხელოვნების სფეროში ახალ თაობას ეძლევა.  თანამედროვე ხელოვნების სივრცე  9 სექტემბერი  20:00  დასწრება თავისუფალია 

გიორგი მჟავანაძის პერსონალური გამოფენა „სხვა სამყარო“


თანამედროვე ხელოვნების სივრცე წარმოგიდგენთ მხატვარ გიორგი მჟავანაძის პერსონალურ გამოფენას „სხვა სამყარო“, რომელიც გაიხსნება 15 აგვისტოს, 20:00 საათზე. ექსპოზიცია აერთიანებს ავტორის ნამუშევრებს, რომლებიც დამთვალიერებელს განსხვავებულ, წარმოსახვით რეალობაში ამოგზაურებს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება პარალელური სამყაროების იდუმალი სილუეტები და გამორჩეული პერსონაჟები, რომლებიც ვიზიტორებს საკუთარი ინტერპრეტაციისა და აღქმის სივრცეს უტოვებს. გიორგი მჟავანაძის შემოქმედება გამოირჩევა ორიგინალური მხატვრული ხედვით, ფანტასტიკური სიუჟეტებითა და ექსპერიმენტული ფორმებით. მის მიერ შექმნილი პერსონაჟები თითქოს სხვა განზომილებაში არსებობენ, თუმცა მათში ადამიანური განცდები : სიყვარული, სევდა და ემოციების მრავალფეროვნება მკაფიოდ იკითხება. ექსპოზიცია დამთვალიერებლებს 15–22 აგვისტოს უმასპინძლებს. დასწრება თავისუფალია.