15 მაისი 2015

დამზადებულია კალინინგრადში

მონაწილეები: ოლეგ ბლიასბლიასი, იური ვასილევი,ალექსეი ჩებიკინი, ალექნდრე პოდოპრიგოვი , ელენა ცვეტაევა, ევგენი უმანსკი, ჯუფი «სან დონატო», ჯგუფი «ნაზი ქალები», ჯგუფი «საერთო შეცბუნება», ევგენი პალამარჩუკი, დიმიტრი სელინი, დანილ აკიმოვი, Topp & Dubio (ნიდერლანდები)

კურატორი:
ევგენი უმანსკი (БФ ГЦСИ),კალინინგრადი

გამოფენა "დამზადებულია კალინინგრადში", რომლის განხორციელება შესაძლებელი გახდა ГЦСИ ბალტიის ფილიალისა და საქართველოს კულტურული ინსტიტუციების თანამშრომლობის მეშვეობით, აგრძელებს სახელოვნებო გეოგრაფიის გაფართოებას დაინტერესებული აუდიტორიისთვის.


პროექტი საშუალებას აძლევს დამთვალიერებელს უკეთ გაეცნონ მეზობელ ქვეყნებსა და მოსახლეობას,იმ თანამედროვე არტისტების შემოქმედების მეშვეობით,რომლებიც ყურადღებას ამახვილებენ აქტუალურ და საჭირბოროტო საკითხებსა თუ პრობლემებზე.


რა ასოციაცებს იწვევს კალინინგრადი - ანკლავი რომელსაც არ გააჩნია არც ერთი საერთო საზღვარი რუსეთთან ? რა არის საბჭოთა, რუსული და ნაციონალური? რამდენად შეუძლია საზოგადოებრივ თავისუფლებას გავლენა მოახდინოს და განსაზღვროს ქვეყნის ცხოვრება? როგორ ვლინდება ეთნიკური და გენდერული იდენტობა ყოველდღიურ ცხოვრებაში, ადამიანური და პიროვნული ფაქტორი სოციალურ კონტექსტში?
 

თანაორგანიზატორები:
“Contemporary Art Space”, ბათუმი, საქართველო
„TRAM“, თბილისი,საქართველო

სიახლე

როგორ იწყება ახალგაზრდა ხელოვანის გზა? ჯგუფური გამოფენა • Cas Talks


9 სექტემბერს, 20:00 საათზე, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ჯგუფური გამოფენა გაიხსნება, რომელშიც მონაწილეობენ ახალგაზრდა ხელოვანები: * მარიამ ჭაღალიძე * ანა ერქომაიშვილი * მარია ცეცხლაძე * დალილა მიქელაძე * ანეტი ქარცივაძე გამოფენის გახსნის ფარგლებში გაიმართება CAS TALKS შეხვედრა თემაზე „როგორ იწყება ახალგაზრდა ხელოვანის გზა“. შეხვედრის სტუმრები იქნებიან ხელოვნებათმცოდნე რატი ჩიბურდანიძე და მხატვარი, გრაფიტის არტისტი იოსებ ჯორბენაძე. საუბარი შეეხება ახალგაზრდა ხელოვანის პროფესიული გზის დასაწყისს, პირველ ნაბიჯებს, ამ პროცესთან დაკავშირებულ გამოწვევებს, საკუთარი მხატვრული ენის ძიებას და იმ შესაძლებლობებს, რომლებიც თანამედროვე ხელოვნების სფეროში ახალ თაობას ეძლევა.  თანამედროვე ხელოვნების სივრცე  9 სექტემბერი  20:00  დასწრება თავისუფალია 

გიორგი მჟავანაძის პერსონალური გამოფენა „სხვა სამყარო“


თანამედროვე ხელოვნების სივრცე წარმოგიდგენთ მხატვარ გიორგი მჟავანაძის პერსონალურ გამოფენას „სხვა სამყარო“, რომელიც გაიხსნება 15 აგვისტოს, 20:00 საათზე. ექსპოზიცია აერთიანებს ავტორის ნამუშევრებს, რომლებიც დამთვალიერებელს განსხვავებულ, წარმოსახვით რეალობაში ამოგზაურებს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება პარალელური სამყაროების იდუმალი სილუეტები და გამორჩეული პერსონაჟები, რომლებიც ვიზიტორებს საკუთარი ინტერპრეტაციისა და აღქმის სივრცეს უტოვებს. გიორგი მჟავანაძის შემოქმედება გამოირჩევა ორიგინალური მხატვრული ხედვით, ფანტასტიკური სიუჟეტებითა და ექსპერიმენტული ფორმებით. მის მიერ შექმნილი პერსონაჟები თითქოს სხვა განზომილებაში არსებობენ, თუმცა მათში ადამიანური განცდები : სიყვარული, სევდა და ემოციების მრავალფეროვნება მკაფიოდ იკითხება. ექსპოზიცია დამთვალიერებლებს 15–22 აგვისტოს უმასპინძლებს. დასწრება თავისუფალია.