28 ივნისი 2015

ჯგუფი R.E.P. - 10 წელი. მეთოდის შესახებ

გამოფენის კურატორი: ჯგუფი R.E.P
მონაწილეები: ქსენია გნილიტსკაია, ნიკიტა კადანი , ჟანა კადიროვა , ლესია ხრომჩენკო, ვლადიმირ კუზნეცოვი, ლადა ნაკონეჩნაია.

ხელოვანთა ჯგუფი R.E.P. კიევში 2004 წელს დაარსდა. პერიოდში, როდესდაც თანამედროვე ხელოვნებაში მომუშავე არტისტები, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები შეუმჩნეველები იყვნენ საზოგადოებისთვის.
"ნარინჯისფერი რევოლუციის" პროცესში გამართულმა ღონისძიებებმა წარმოაჩინა, რომ ხელოვნების ამ სფეროში მომუშავე არტისტები არა მხოლოდ არსებობდნენ, არამედ ამ სოციუმის აქტიური ნაწილი იყვნენ. ხელოვანების მიერ ქუჩაში გამართული აქციები მანიფესტი იყო , იმისა, რომ მათ სურდათ კულტურაზე, ხელოვნებაზე, საზოგადოებრივ ინტერესებზე, საკუთარ წუხილზე , პოლიტიკაზე და იმის აუცილებლობაზე ესაუბრათ,რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა შეცვლილიყო. სწორედ "ნარინჯისფერი რევოლუციის" პროცესში და მის შემდეგ R.E.P.-ის მიერ ჩატარებული აქციების მიზანი იყო გაეკრიტიკებინათ უკრაინული პოლიტიკური პარტიები და ქვეყანაში არსებული მდგომარეობა. "კულტურა" პოლიტიკური პარტიების პროგრამებში უკანასკნელი იყო "სულიერებასთან" ერთად. R.E.P. ჯგუფმა კი წარმოადგინა პროგრამა "თანამედრეოვე ხელოვნება სოციალური კომუნიკაციის სფეროში" , არტისტების ასეთი ინტერვენციის მიზანი იყო გაეკრიტიკებინათ მოჩვენებითი დემოკრატია და რეალობა რაც მოსალოდნელი იყო არჩევნების პერიოდში.ამ აქციით აჩვენეს ,რომ უკრაინაში არსებობს თანამედროვე ხელოვნება და ხელისუფლებას მოუწევს გაითვალისწინოს მასი არსებობა.

დღეს R.E.P. ჯგუფი და მისი თითოული მონაწილე უკრაინულ თანამედროვე ხელოვნებაში ცნობადი სახეები არიან. ამ ახალგაზრდა არტისტებმა უკვე მიიღეს მონაწილეობა ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებებში როგორებიცაა ვენეციის, ლიონის და თელავივის ბიენალეები. გამართეს გამოფენები "Palais de Tokio"-ში პარიზში, "Pinakothek" მიუნხენში, "ZKM" კალსრუეში.
2015 წლის უკრაინის ეროვნულ პავილიონის ფარგლებში ჯგუფის ორი წევრი ნიკიტა კადანი და ჟანა კადიროვა მონაწილეობდნენ.

R.E.P. წევერბი ნიკიტა კადანი და ჟანა კადიროვა, 2011 და 2013 წლებში პინჩუკის თანმედროვე ხელოვნების პრემიის გამარჯვებულები გახდნენ, ასევე 2013 და 2011 სპეციალური პრიზიც მფლობელი ლადა ნაკონეჩნაია და ჟანა კადიროვა.

 „თანამედროვე ხელოვნების სივრცემდე“გამოფენა "R.E.P. : 10 years. About The Method"/ „ათი წელი ეთოდის შესახებ“ რომელიც პირველად ამა წლის დასაწყისში ქალაქ ლიუბლინში , გალერეა „ლაბირინთში“ იყო წარმოდგენილი.

ხოლო, ბათუმის შემდგომ,  ორგანიზაციაTRAM-ის ინიციტივით გამოფენა თბილისის ხელოვნების მუზუემში გაიმართა ( ფოტოებში წარმოდგენილია ბათუმის და თბილისის გამოფენები)  

 

სიახლე

როგორ იწყება ახალგაზრდა ხელოვანის გზა? ჯგუფური გამოფენა • Cas Talks


9 სექტემბერს, 20:00 საათზე, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ჯგუფური გამოფენა გაიხსნება, რომელშიც მონაწილეობენ ახალგაზრდა ხელოვანები: * მარიამ ჭაღალიძე * ანა ერქომაიშვილი * მარია ცეცხლაძე * დალილა მიქელაძე * ანეტი ქარცივაძე გამოფენის გახსნის ფარგლებში გაიმართება CAS TALKS შეხვედრა თემაზე „როგორ იწყება ახალგაზრდა ხელოვანის გზა“. შეხვედრის სტუმრები იქნებიან ხელოვნებათმცოდნე რატი ჩიბურდანიძე და მხატვარი, გრაფიტის არტისტი იოსებ ჯორბენაძე. საუბარი შეეხება ახალგაზრდა ხელოვანის პროფესიული გზის დასაწყისს, პირველ ნაბიჯებს, ამ პროცესთან დაკავშირებულ გამოწვევებს, საკუთარი მხატვრული ენის ძიებას და იმ შესაძლებლობებს, რომლებიც თანამედროვე ხელოვნების სფეროში ახალ თაობას ეძლევა.  თანამედროვე ხელოვნების სივრცე  9 სექტემბერი  20:00  დასწრება თავისუფალია 

გიორგი მჟავანაძის პერსონალური გამოფენა „სხვა სამყარო“


თანამედროვე ხელოვნების სივრცე წარმოგიდგენთ მხატვარ გიორგი მჟავანაძის პერსონალურ გამოფენას „სხვა სამყარო“, რომელიც გაიხსნება 15 აგვისტოს, 20:00 საათზე. ექსპოზიცია აერთიანებს ავტორის ნამუშევრებს, რომლებიც დამთვალიერებელს განსხვავებულ, წარმოსახვით რეალობაში ამოგზაურებს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება პარალელური სამყაროების იდუმალი სილუეტები და გამორჩეული პერსონაჟები, რომლებიც ვიზიტორებს საკუთარი ინტერპრეტაციისა და აღქმის სივრცეს უტოვებს. გიორგი მჟავანაძის შემოქმედება გამოირჩევა ორიგინალური მხატვრული ხედვით, ფანტასტიკური სიუჟეტებითა და ექსპერიმენტული ფორმებით. მის მიერ შექმნილი პერსონაჟები თითქოს სხვა განზომილებაში არსებობენ, თუმცა მათში ადამიანური განცდები : სიყვარული, სევდა და ემოციების მრავალფეროვნება მკაფიოდ იკითხება. ექსპოზიცია დამთვალიერებლებს 15–22 აგვისტოს უმასპინძლებს. დასწრება თავისუფალია.