14 აგვისტო 2015

ექსტრემალური ტერიტორიები

EESAB ბრეტანის ხელოვნების სკოლა (რენი ,საფრანგეთი), ვიზუალური კომუნიკაციის სკოლა (კიევი, უკრაინა), თბილისის სამხატვრო აკადემია, თანამედროვე ხელოვნების ცენტრი ССA და ფონდი ტრამი (თბილისი, საქართველო)  ერთობლივი გამოფენა "ექსტრემალური ტერიტორიები"


გამოფენის პირველი ეტაპი 2015 წლის იანვარში ქ.რენში EESAB ბრეტანის ხელოვნების სკოლის საგამოფენო სივრცეში ჩატარდა, ხოლო 2015 წლის აპრილში კიევში „French spring” ფარგლებში გალერეა CLOSER-ში.
გამოფენის მეორე ეტაპი აგვისტოში ბათუმში ჩატარდა მას თანამედროვე ხელოვნების სივრცემ უმასპინძლა.

პროექტის ფარგლებში ფრანგი, უკრაინელი და ქართველი ხელოვანები წარმოადგენენ თავიანთ რეფლექციებს ურბანულ გარემოზე და ტერიტორიების პოლიტიკურ კონტექსტზე, მათი მოგზაურობის დროს სამივე ქვეყანაში. გამოფენა ამ ვორკშოპების შედეგს წარმოადგენს.

გამოფენის კურატორები:
ქრისტინა სოლომუხა (საფრანგეთი), ალევტინა კახიძე (უკრაინა), ანა რიაბოშენკო (საქართველო)
კოორდინატორი - სოფიო გაბადაძე (თსსა)


მონაწილეები: ირინა კუდრა, ანა შჩერბინა, ტატიანა კუდრუკი, იურა პროგონნი, ანასტასია სინეპუპოვა, ვიტალი იანკავოი (უკრაინა), მორგან აზაროვი, ტომას პორტიე, ალექსანდრე ბარე, მატილდა ვავუ, ლორ მატიუ, გაბრიელ დუკაზი (საფრანგეთი), ანა ჩადუნელი (CCA) გვანცა ჯიშკარიანი (CCA), ანნა მარტიაშვილი (CCA), გიორგი გოცაძე (თსსა), გიორგი მაღრაძე (CCA), დავით კოროშინაძე (თსსა) (საქართველო)


პროექტის მხარდამჭერები: ფრანგული ინსტიტუტი, საფრანგეთის კულტურის სამინისტრო, საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქ. რენეს ხელოვების სკოლა, ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცე,თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, კიევის ვიზუალური კომუნიკაციის სკოლა.

 

სიახლე

როგორ იწყება ახალგაზრდა ხელოვანის გზა? ჯგუფური გამოფენა • Cas Talks


9 სექტემბერს, 20:00 საათზე, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ჯგუფური გამოფენა გაიხსნება, რომელშიც მონაწილეობენ ახალგაზრდა ხელოვანები: * მარიამ ჭაღალიძე * ანა ერქომაიშვილი * მარია ცეცხლაძე * დალილა მიქელაძე * ანეტი ქარცივაძე გამოფენის გახსნის ფარგლებში გაიმართება CAS TALKS შეხვედრა თემაზე „როგორ იწყება ახალგაზრდა ხელოვანის გზა“. შეხვედრის სტუმრები იქნებიან ხელოვნებათმცოდნე რატი ჩიბურდანიძე და მხატვარი, გრაფიტის არტისტი იოსებ ჯორბენაძე. საუბარი შეეხება ახალგაზრდა ხელოვანის პროფესიული გზის დასაწყისს, პირველ ნაბიჯებს, ამ პროცესთან დაკავშირებულ გამოწვევებს, საკუთარი მხატვრული ენის ძიებას და იმ შესაძლებლობებს, რომლებიც თანამედროვე ხელოვნების სფეროში ახალ თაობას ეძლევა.  თანამედროვე ხელოვნების სივრცე  9 სექტემბერი  20:00  დასწრება თავისუფალია 

გიორგი მჟავანაძის პერსონალური გამოფენა „სხვა სამყარო“


თანამედროვე ხელოვნების სივრცე წარმოგიდგენთ მხატვარ გიორგი მჟავანაძის პერსონალურ გამოფენას „სხვა სამყარო“, რომელიც გაიხსნება 15 აგვისტოს, 20:00 საათზე. ექსპოზიცია აერთიანებს ავტორის ნამუშევრებს, რომლებიც დამთვალიერებელს განსხვავებულ, წარმოსახვით რეალობაში ამოგზაურებს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება პარალელური სამყაროების იდუმალი სილუეტები და გამორჩეული პერსონაჟები, რომლებიც ვიზიტორებს საკუთარი ინტერპრეტაციისა და აღქმის სივრცეს უტოვებს. გიორგი მჟავანაძის შემოქმედება გამოირჩევა ორიგინალური მხატვრული ხედვით, ფანტასტიკური სიუჟეტებითა და ექსპერიმენტული ფორმებით. მის მიერ შექმნილი პერსონაჟები თითქოს სხვა განზომილებაში არსებობენ, თუმცა მათში ადამიანური განცდები : სიყვარული, სევდა და ემოციების მრავალფეროვნება მკაფიოდ იკითხება. ექსპოზიცია დამთვალიერებლებს 15–22 აგვისტოს უმასპინძლებს. დასწრება თავისუფალია.