04 დეკემბერი 2015

ფიქრის ფორმის მანიფესტი - გაუჩინარების გზა

ხელოვანები: ანა ჩადუნელი, თამარ ჭაბაშვილი, უტა ბექაია (საქართველო), ანა ზვიაგინცევა და ლადა ნაკონეჩნა (უკრაინა).

გამოფენის კურატორი: გეორგ შოლჰამერი (ვენა, ავსტრია)

გამოფენა, რომლის ფარგლებშიც ძირითადად საქართველოსა და უკრაინაში დაბადებული ახალგაზრდა და შუა თაობის ქალი არტისტების ნამუშევრებია წარმოდგენილი, სხვადასხვა კუთხით წარმოაჩენს კიევისა და თბილისის წინააღმედეგობრივ ისტორიებსა და რეალობას.
მრავალ მხარეს მიმავალი ბილიკები, ზეგავლენები და კონფლიქტები, რომლებიც ქნიან ისტორიებს - ახალგაზრდა და შუა თაობის არტისტების დამოკიდებულება ამ მოვლენების მიმართ, აისახება წარმოდგენილ ნამუშევრებში.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქართველოსა და უკრაინის როლს, როგორც მედიატორების ევროპულ და აზიურ კულტურებს შორის;
ნამუშევრები გამომდინარეობს შემდეგი კონტექსტიდან - პოსტსაბჭოთა რეალობა და გამორიყვა ევროპული კონტექსტიდან „სხვები“; ისტორიული მეხსიერების წინააღმდეგობრიობა და ევროპის კრიზისის რეალობები; ადგილობრივი რეალობისა და ტრადიციის გენდერული კონტექსტუალიზაცია; ტერიტორიული არასტაბილურობის და ძალაუფლებაზე ჰეგემონური პრეტენზიების უგულვებელყოფა და „ერების“ კულტურული თვითმყოფადობის წარმოჩენა - ამის ფორმულირებას ახდენს პროექტი;
„ფიქრის ფორმის მანიფესტი - გაუჩინარების გზა“ შექმნილ კონსტრუქციებში აისახება, ის მოგვითხრობს უკრაინასა და საქართველოს ტერიტორიებზე საუკუნეების მანძილზე მიდინარე მოვლენებზე; სიცრუის ზღვარზე განვითრებული კულტურული თვითმყოფადობის ჩამოყალიბებაზე, იდეოლოგიური და ეკონომიკური ზეწოლისაგან ადგილობრივი მაცხოვრებლების თავდაცვის მცდელობაზე;
ეს პროექტი ისაუბრებს მანიფესტზე, ფიქრისა და ფორმის თეორიაზე, რომლებიც ღრმადაა ფესვგადგმული ევროპის ამ მხარის ქვეყნებში.
გამოფენა 2015 წლის სტამბოლის ბიენალეს პარალელური პროგრამის ნაწილია და 2015 წლის კიევის ბიენალეს „კიევის სკოლის“ განყოფილებას წარმოადგენს.

ფიქრის ფორმის მანიფესტი - გაუჩინარების გზა „კიევის სკოლა. თბილისის განყოფილება“

ორგანიზატორი: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო / კოორდინატორი: ანა რიაბოშენკო
გამოფენის ადგილი: KUAD Gallery, სტამბოლი
განსაკუთრებული მადლობა ბერალ მადრას და მის გუნდს

სიახლე

როგორ იწყება ახალგაზრდა ხელოვანის გზა? ჯგუფური გამოფენა • Cas Talks


9 სექტემბერს, 20:00 საათზე, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ჯგუფური გამოფენა გაიხსნება, რომელშიც მონაწილეობენ ახალგაზრდა ხელოვანები: * მარიამ ჭაღალიძე * ანა ერქომაიშვილი * მარია ცეცხლაძე * დალილა მიქელაძე * ანეტი ქარცივაძე გამოფენის გახსნის ფარგლებში გაიმართება CAS TALKS შეხვედრა თემაზე „როგორ იწყება ახალგაზრდა ხელოვანის გზა“. შეხვედრის სტუმრები იქნებიან ხელოვნებათმცოდნე რატი ჩიბურდანიძე და მხატვარი, გრაფიტის არტისტი იოსებ ჯორბენაძე. საუბარი შეეხება ახალგაზრდა ხელოვანის პროფესიული გზის დასაწყისს, პირველ ნაბიჯებს, ამ პროცესთან დაკავშირებულ გამოწვევებს, საკუთარი მხატვრული ენის ძიებას და იმ შესაძლებლობებს, რომლებიც თანამედროვე ხელოვნების სფეროში ახალ თაობას ეძლევა.  თანამედროვე ხელოვნების სივრცე  9 სექტემბერი  20:00  დასწრება თავისუფალია 

გიორგი მჟავანაძის პერსონალური გამოფენა „სხვა სამყარო“


თანამედროვე ხელოვნების სივრცე წარმოგიდგენთ მხატვარ გიორგი მჟავანაძის პერსონალურ გამოფენას „სხვა სამყარო“, რომელიც გაიხსნება 15 აგვისტოს, 20:00 საათზე. ექსპოზიცია აერთიანებს ავტორის ნამუშევრებს, რომლებიც დამთვალიერებელს განსხვავებულ, წარმოსახვით რეალობაში ამოგზაურებს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება პარალელური სამყაროების იდუმალი სილუეტები და გამორჩეული პერსონაჟები, რომლებიც ვიზიტორებს საკუთარი ინტერპრეტაციისა და აღქმის სივრცეს უტოვებს. გიორგი მჟავანაძის შემოქმედება გამოირჩევა ორიგინალური მხატვრული ხედვით, ფანტასტიკური სიუჟეტებითა და ექსპერიმენტული ფორმებით. მის მიერ შექმნილი პერსონაჟები თითქოს სხვა განზომილებაში არსებობენ, თუმცა მათში ადამიანური განცდები : სიყვარული, სევდა და ემოციების მრავალფეროვნება მკაფიოდ იკითხება. ექსპოზიცია დამთვალიერებლებს 15–22 აგვისტოს უმასპინძლებს. დასწრება თავისუფალია.