19 ოქტომბერი 2013

SATURNALIA

კურატორი : ევგენია ქიქოძე (რუსეთი)
კოორდინატორი: ანა რიაბოშენკო (საქართველო)
მონაწილე მხატვრები:
პიოტრ კირიუშა , ვლადიმირ ლოგუტოვი , სერგეი საპოჟნიკოვი , ალიონა ტერეშკო, ირინა კორინა, ჯგუფი „მილო“ : სემიონ მოტოლიანც , დიმიტრი პეტუხოვი 

 

პროექტი „Saturnalia“ სატურნალია

რთველის შემდეგ – შემოდგომის კარნავალის დრო დგება! წინ გრძელი ზამთარი გველოდება, მაგრამ ეხლა სულ სხვა რაღაცეებზე ფიქრის დროა: გამოპრანჭვის და ცეკვის დროა, ჭრელი დეკორირების, ფერადი ილუმინაციების და გასართობი თამაშების დროა. გასართობ  სამყაროში ჩაყვინთვის დროა,  რათა უკან მოვიტოვოთ ტკივილი, წყენები და გულაცრუებები როცა „დიდი იმედები“ იქცა საკარნავალო კულტურის ძირითადი მიმართულებად, მაშინ ბოის გროისმა და მსგავსმა მწერლებმა, გვაჩვენეს რომ, არა მხოლოდ მუსიკა, პოეზია და ვიზუალური ხელოვნება შეიზლება იყოს საზოგადოებაზე გავლენის ინსტრუმენტები… მაგალითად ძველი რომაული ფილოსოფოსები დებატებში და დისკუსიებში ჩაბმას არჩევდნენ. ანალოგიურად ჩვენი ფონდის პროექტი საქართველოსათვის მიზნად ისახავს პირდაპირ ინტერაქციას , გახსნილობასადა აქტიურ შემოქმედებითი იდეების გაზიარებას.

პროექტი „სატურნალია“- ს ფარგლებში ნაჩვენებია მოსკოველი, სანკტპეტერბურგელი, სამარის და როსტოვის მხატვრების ნამუშევრები, რომლების ან ადგილზეა ან და განზრახ საქართველოსათვისაა შექმნილი. ბუნებაში პლასტიკური არქიტექტურის ინტერვენციიდან: სერგეი საპოჟნიკოვის ინსტალიაცია, რომელიც გასაბერი  ლეიბებისა, ნაჭრების  და მსუბუქი ხის  კონსტრუქციისაგანაა შექმნილი აბანოთუბნის ლეღვთახევის ტერიტორიაზეა განთავსებული და ერთგვარ ახალ  სიურიალისტურ ხიდს წარმოადგენს რომელიც  ლეღვთახევის მდინარეზე გადადის და უცნაურ თითქოს და უადგილო ობიექტს ქმნის. გამოფენაზე მხატვრის ნამუშევრის ფოტო დოკუმენტაციაა წარმოდგენილი. პერფორმანსის ხელოვნება: ჯგუფი საპონი სემიონ მოტოლიანეცი და  დიმიტრი პეტუხოვი რომლებიც  საპნის საციგურაო მოეედანზე ფიგურული სრიალის იმიტირებას ცდილობენ და გარდა გასართობი ფუნქციის ადამიანების მიერ ხშირად უტოპიური მისწრაფებებისა და გეგმების პაროდიას ქმნიან. ვიდეო დოკუმენტირებები ორი ფერფორმანსის ალიონა ტრეშკოს წარსულის ფესვების ძიებაში, როდესაც ავტორი თავის ისტორიულ ფესვებთან დაბრუნებას ცდილობს და  ტრადიციების მსხვერპლად იქცევა. პიოტრ კირიუშას პერფორმანსისი ვიდეოდოკუმენტაცია After-party , რომელიც ადამიანის გართობისადმი მისწრაფებას ეკონომიკურ პროცესებთან აიგივებს, ეკონომიკური აღმაფრენისა და ვარდნის მაგალითზე. ირინა კორინას „საფრთხობელა“ – ობიექტი რომელიც განძრახ იაფიანი მასალებისაგანაა შექმნილი, სწორედ ისეთი რომელიც ყველაზე ყოფით და არასასიამოვნო საკითხებს გვაგონებს, ყველაფერ იმას რაც დაშინების სტეროტიპად იქცა.  ვლადიმერ ლოგუტოვის ვიდეო სტატიური  და მოძრავი გამოსახილების საძღვარზეა, ნახატს და ფილმს შრის გაჩრებული რეალობა.

ვლადიმირ სმირნოვის და კონსტანტინე სოროკინის ფონდის მხარდაჭერით

სიახლე

ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ექვსი ახალგაზრდა ხელოვანის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.


ექსპოზიციაში წარმოდგენილი იყო ჯეინი მხიტარიანის, სალომე კილაძის, ვიოლეტა ყურშუბაძის, მარიამ თავდგირიძის, ანა ინაიშვილის , ანანო კონცელიძისა და ანეტა ჯაბნიძის შემოქმედება. გამოფენაზე დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა, გაცნობოდა ახალგაზრდა ხელოვანების განსხვავებულ შემოქმედებით ხედვებსა და ნამუშევრებს, რომლებიც სხვადასხვა მხატვრულ მიმართულებასა და ინდივიდუალურ მიდგომას აერთიანებდა. თანამედროვე ხელოვნების სივრცე აქტიურად უჭერს მხარს ახალგაზრდების შემოქმედებით ინიციატივებს, ხელს უწყობს მათი ნამუშევრების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობასა და თანამედროვე ხელოვნებაში ახალი სახელების წარმოჩენას.

თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ლიზა ჩაგანავას პერსონალური გამოფენა „ფერთა დიალოგი“ გაიხსნა


გამოფენა ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება და დამთვალიერებელს შესაძლებლობას მისცემს, გაეცნოს ავტორის შემოქმედებას, მის ინდივიდუალურ ხედვასა და ფერების მრავალფეროვან სამყაროს. გამოფენის მიზანია ახალგაზრდა ხელოვანების მხარდაჭერა, მათი შემოქმედების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა და თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაცია. თანამედროვე ხელოვნების სივრცე აქტიურად აგრძელებს ახალგაზრდა ხელოვანებისთვის პლატფორმის შექმნას, მათი შემოქმედებითი პოტენციალის წარმოჩენასა და ბათუმის კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნებას

თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ახალგაზრდა ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.


თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ახალგაზრდა ხელოვანების, გუკა (გურამ) სურგულაძის, სანდრო ხოზრევანიძის, რევაზ ყურშუბაძისა და გიგი იმნაძის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ახალგაზრდა ავტორების ფერწერული და კერამიკული ნამუშევრები, რომლებიც მათ ინდივიდუალურ შემოქმედებით ხედვასა და მიდგომებს ასახავდა. გამოფენა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის, მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, წმინდა ბარბარეს ეკლესიასთან არსებული საკვირაო სკოლის არტთერაპიის სახელოსნოს ფარგლებში მოეწყო. პროექტის ხელმძღვანელი და პედაგოგია დეკანოზი შიო პაიჭაძე. გამოფენა მიზნად ისახავდა ახალგაზრდა ხელოვანთა შემოქმედების წარმოჩენას, მათი ნამუშევრების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობასა და შემოქმედებითი შესაძლებლობების განვითარებას. თანამედროვე ხელოვნების სივრცე მომავალშიც გააგრძელებს ახალგაზრდა ავტორების მხარდაჭერას