09 ივლისი 2022

Ambiance Thesis (Light)

დღეს, ვიდეო არტის შექმნა მნიშვნელოვნად ეყრდნობა ციფრულ ეფექტებსა და რეალობის დეფორმაციას სხვადასხვა ტექნიკური მექანიზმების მეშვეობით. როგორ შეიძლება ფერის მანიპულირება, როდესაც ფერი ისედაც სრულყოფილია? როგორ გარდაქმნა დრო, როდესაც დრო სტატიკური და უსასრულოა? როგორ გამოექცე სრულყოფილ სურათს და აბსოლუტურ სილამაზეს? როგორ ვიმუშავოთ ხმასთან, როდესაც სიჩუმე ავსებს სივრცეს?

Ambiance Thesis წარმოადგენს მარტივ, უპრეტენზიო კომენტარს ჩვენს ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე. ნამუშევარი ქმნის სპეციფიკურ ესთეტიკურ გამოცდილებას თანამედროვე ახალი მედია ტექნოლოგიების გამოყენებით. ამ ვიდეო ნამუშევრით სანტი დელგადო ცდილობს კავკასიის მთების სურათის ასახვას ციფრული არსების გონებაში. არტისტი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ბუნებრივი ობიექტის შთამბეჭდავი სილამაზის რეპროდუქციას ციფრული მედიუმის მეშვეობით.

სანტი დელგადო არის ვიდეო არტისტი და კურატორი. ის ხელმძღვანელობს Artist 360 Art Fair მადრიდში (artist360madrid.com). მისი ნამუშევრები გამოფენილია IVAM ვალენსიაში, MoMa თბილისში. ის ამჟამად ვაშინგტონის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ეროვნული ფესტივალის ფინალისტია.

Website: https://www.santidelgadostudio.net/

 

სიახლე

როგორ იწყება ახალგაზრდა ხელოვანის გზა? ჯგუფური გამოფენა • Cas Talks


9 სექტემბერს, 20:00 საათზე, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ჯგუფური გამოფენა გაიხსნება, რომელშიც მონაწილეობენ ახალგაზრდა ხელოვანები: * მარიამ ჭაღალიძე * ანა ერქომაიშვილი * მარია ცეცხლაძე * დალილა მიქელაძე * ანეტი ქარცივაძე გამოფენის გახსნის ფარგლებში გაიმართება CAS TALKS შეხვედრა თემაზე „როგორ იწყება ახალგაზრდა ხელოვანის გზა“. შეხვედრის სტუმრები იქნებიან ხელოვნებათმცოდნე რატი ჩიბურდანიძე და მხატვარი, გრაფიტის არტისტი იოსებ ჯორბენაძე. საუბარი შეეხება ახალგაზრდა ხელოვანის პროფესიული გზის დასაწყისს, პირველ ნაბიჯებს, ამ პროცესთან დაკავშირებულ გამოწვევებს, საკუთარი მხატვრული ენის ძიებას და იმ შესაძლებლობებს, რომლებიც თანამედროვე ხელოვნების სფეროში ახალ თაობას ეძლევა.  თანამედროვე ხელოვნების სივრცე  9 სექტემბერი  20:00  დასწრება თავისუფალია 

გიორგი მჟავანაძის პერსონალური გამოფენა „სხვა სამყარო“


თანამედროვე ხელოვნების სივრცე წარმოგიდგენთ მხატვარ გიორგი მჟავანაძის პერსონალურ გამოფენას „სხვა სამყარო“, რომელიც გაიხსნება 15 აგვისტოს, 20:00 საათზე. ექსპოზიცია აერთიანებს ავტორის ნამუშევრებს, რომლებიც დამთვალიერებელს განსხვავებულ, წარმოსახვით რეალობაში ამოგზაურებს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება პარალელური სამყაროების იდუმალი სილუეტები და გამორჩეული პერსონაჟები, რომლებიც ვიზიტორებს საკუთარი ინტერპრეტაციისა და აღქმის სივრცეს უტოვებს. გიორგი მჟავანაძის შემოქმედება გამოირჩევა ორიგინალური მხატვრული ხედვით, ფანტასტიკური სიუჟეტებითა და ექსპერიმენტული ფორმებით. მის მიერ შექმნილი პერსონაჟები თითქოს სხვა განზომილებაში არსებობენ, თუმცა მათში ადამიანური განცდები : სიყვარული, სევდა და ემოციების მრავალფეროვნება მკაფიოდ იკითხება. ექსპოზიცია დამთვალიერებლებს 15–22 აგვისტოს უმასპინძლებს. დასწრება თავისუფალია.