25 ნოემბერი 2022

STASIS

იანეკ ჰენდრიჰი (UK) და რაიან ჰონაკერი ( US) დომინიკ ვაიჰთთან თანმშრომლობით

Atomise Recordings 

როდესაც ჩვენ ყველა ვუყურებდით თუ როგორ მიექანებოდა სამყარო გლობალურ პანდემიაში და ვხედავდით, რომ ჩვენი შემოქმედებითი/სოციალური საშუალებები და შთაგონება ამოწურული იყო, მივხვდით, რომ მსოფლიოს ახალი ვერსია განუყრელად იჭრებოდა ჩვენს კოლექტიურ აზროვნებაში, ახდენდა გავლენას ხელოვნებასა და კულტურაზე საინტერესო და მოულოდნელი გზებით. ეს გავლენა გაფართოვდა, როდესაც ჩვენ ვმუშაობდით სახლიდან იმით, რაც შეგვეძლო, ვაკავშირებდით და ვთანამშრომლობდით ახალი და განვითარებადი გზებით. მზარდი ინფექციები და სიკვდილიანობა დამღუპველი იყო, რასაც მოჰყვა მადლიერება მეცნიერების მიმართ ვაქცინების გამოგონებისთვის,  მათი არათანაბარი ხელმისაწვდომობა ტრაგიკული იყო, რომ აღარაფერი ვთქვათ მათ შემდგომ უარყოფაზე. და მთელი ეს დრო, როცა ყველა ჩვენგანი იმდენად იზოლირებული ვიყავით, რომ ვერ ვახერხებდით დაკავშირებას, დამუშავებას, ყურადღების გადატანას.

 

Atomise არის  10 წლიანი პარტნიორობა იან ჰენდრიხსა და რაიან ჰონაკერს შორის. მათ ერთად უამრავ პროექტზე ითანამშრომლეს, მათ შორის ბენდები და ცოცხალი წარმოდგენები, აუდიო-ვიზუალური ინსტალაციები და ფილმების სკორინგი. ჯანი არის ლონდონელი მუსიკოსი, მეცნიერი და ვიდეოგრაფი. მოლეკულური ნეირომეცნიერების კვლევის ფონზე მას აქვს გატაცება მიკროგარემოთი და მისი მრავალი შესაძლო აბსტრაქცია; ეს აისახება მის აუდიო და ვიზუალურ შემოქმედებაში. რაიანი არის ნიუ-იორკელი მულტიინსტრუმენტალისტი, კომპოზიტორი, მწერალი და მეცნიერი. მას აინტერესებს ორგანული და სინთეზური ინსტრუმენტაციის გადაკვეთა ელექტრონულ წარმოების ტექნიკებთან, ტრადიციული კომპოზიციური და სიმღერის ტექსტის მიდგომების შესწავლით და როგორ ურთიერთქმედებენ ისინი ფენოვან, ტექსტურ და ალეატორულ მეთოდებთან. Stasis-ისთვის მათ უერთდება დომინიკ უეიტი (ოდლოგო), რომელსაც აქვს თავისი გამოცდილება მანქანათმცოდნეობის და ვიზუალიზაციის სფეროში.

 

სიახლე

როგორ იწყება ახალგაზრდა ხელოვანის გზა? ჯგუფური გამოფენა • Cas Talks


9 სექტემბერს, 20:00 საათზე, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ჯგუფური გამოფენა გაიხსნება, რომელშიც მონაწილეობენ ახალგაზრდა ხელოვანები: * მარიამ ჭაღალიძე * ანა ერქომაიშვილი * მარია ცეცხლაძე * დალილა მიქელაძე * ანეტი ქარცივაძე გამოფენის გახსნის ფარგლებში გაიმართება CAS TALKS შეხვედრა თემაზე „როგორ იწყება ახალგაზრდა ხელოვანის გზა“. შეხვედრის სტუმრები იქნებიან ხელოვნებათმცოდნე რატი ჩიბურდანიძე და მხატვარი, გრაფიტის არტისტი იოსებ ჯორბენაძე. საუბარი შეეხება ახალგაზრდა ხელოვანის პროფესიული გზის დასაწყისს, პირველ ნაბიჯებს, ამ პროცესთან დაკავშირებულ გამოწვევებს, საკუთარი მხატვრული ენის ძიებას და იმ შესაძლებლობებს, რომლებიც თანამედროვე ხელოვნების სფეროში ახალ თაობას ეძლევა.  თანამედროვე ხელოვნების სივრცე  9 სექტემბერი  20:00  დასწრება თავისუფალია 

გიორგი მჟავანაძის პერსონალური გამოფენა „სხვა სამყარო“


თანამედროვე ხელოვნების სივრცე წარმოგიდგენთ მხატვარ გიორგი მჟავანაძის პერსონალურ გამოფენას „სხვა სამყარო“, რომელიც გაიხსნება 15 აგვისტოს, 20:00 საათზე. ექსპოზიცია აერთიანებს ავტორის ნამუშევრებს, რომლებიც დამთვალიერებელს განსხვავებულ, წარმოსახვით რეალობაში ამოგზაურებს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება პარალელური სამყაროების იდუმალი სილუეტები და გამორჩეული პერსონაჟები, რომლებიც ვიზიტორებს საკუთარი ინტერპრეტაციისა და აღქმის სივრცეს უტოვებს. გიორგი მჟავანაძის შემოქმედება გამოირჩევა ორიგინალური მხატვრული ხედვით, ფანტასტიკური სიუჟეტებითა და ექსპერიმენტული ფორმებით. მის მიერ შექმნილი პერსონაჟები თითქოს სხვა განზომილებაში არსებობენ, თუმცა მათში ადამიანური განცდები : სიყვარული, სევდა და ემოციების მრავალფეროვნება მკაფიოდ იკითხება. ექსპოზიცია დამთვალიერებლებს 15–22 აგვისტოს უმასპინძლებს. დასწრება თავისუფალია.