18 მარტი 2023

*** - ანდრო დადიანი

კვირას, 19 მარტს 19:00 საათზე თანამედროვე ხელოვნების სივრცე წარმოგიდგნეთ ანდრო დადიანის პერსონალურ გამოფენას -***. 

"დამშვიდობება წმინდა საქმეა", -თქვა მან

ანდრო დადიანის უსათაურო გამოფენა სიყვარულთან გამომშვიდობების აქტია, რომელიც საკრალური რიტუალის ძალადობრივ შეწყვეტას მოგვაგონებს. გამოფენის უსათაურობა ავტორის უსიტყვო, გამშრალ, უიმედო სულიერ მდგომარეობას გამოხატავს. ექსპოზიციის პერეფრაზა - “დამშვიდობება წმინდა საქმეა, - ანდრო დადიანის შეყვარებულს ეკუთვნის, “თქვა მან” - კი ბიბლიიდანაა, ასე მოიხსენიებს იობი ღმერთს, ხელოვანი კი იობის წიგნის მიბაძვით საკუთარ სიყვარულს ღმერთად წარმოისახავს.

გამოფენის ლირიკულ გმირს, აკრძალულ, ჩამორთმეულ სიყვარულს, უიმედობასა და უღმერთობაში თავიდან უწევს ისწავლოს ცხოვრება და გაუვალ სიბნელეში გზა გაიკვლიოს ბრაილის შრიფტითა და უსახური ხმებით.

ავტორი განსაკუთრებულ, მეტაფორული მნიშვნელობას აძლევს ნივთების ფიზიკურ წონას, ფერს, მასალას, - თიხა-მიწას, როგორც სიკვდილის, დაბადებისა და სიცოცხლის მთავარ ენერგიას. მასალის ჩამონათვალში მნიშვნელოვანია ასევე პური, ადამიანის ძვლები, რკინა და მინა, როგორც სამყაროს ევოლუციის, კულტურისა და ფლობა-დამორჩილების მეტაფორა.

მუსიკა: გიორგი ბადურაშვილი, ილია მიგრიაული

სიახლე

როგორ იწყება ახალგაზრდა ხელოვანის გზა? ჯგუფური გამოფენა • Cas Talks


9 სექტემბერს, 20:00 საათზე, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ჯგუფური გამოფენა გაიხსნება, რომელშიც მონაწილეობენ ახალგაზრდა ხელოვანები: * მარიამ ჭაღალიძე * ანა ერქომაიშვილი * მარია ცეცხლაძე * დალილა მიქელაძე * ანეტი ქარცივაძე გამოფენის გახსნის ფარგლებში გაიმართება CAS TALKS შეხვედრა თემაზე „როგორ იწყება ახალგაზრდა ხელოვანის გზა“. შეხვედრის სტუმრები იქნებიან ხელოვნებათმცოდნე რატი ჩიბურდანიძე და მხატვარი, გრაფიტის არტისტი იოსებ ჯორბენაძე. საუბარი შეეხება ახალგაზრდა ხელოვანის პროფესიული გზის დასაწყისს, პირველ ნაბიჯებს, ამ პროცესთან დაკავშირებულ გამოწვევებს, საკუთარი მხატვრული ენის ძიებას და იმ შესაძლებლობებს, რომლებიც თანამედროვე ხელოვნების სფეროში ახალ თაობას ეძლევა.  თანამედროვე ხელოვნების სივრცე  9 სექტემბერი  20:00  დასწრება თავისუფალია 

გიორგი მჟავანაძის პერსონალური გამოფენა „სხვა სამყარო“


თანამედროვე ხელოვნების სივრცე წარმოგიდგენთ მხატვარ გიორგი მჟავანაძის პერსონალურ გამოფენას „სხვა სამყარო“, რომელიც გაიხსნება 15 აგვისტოს, 20:00 საათზე. ექსპოზიცია აერთიანებს ავტორის ნამუშევრებს, რომლებიც დამთვალიერებელს განსხვავებულ, წარმოსახვით რეალობაში ამოგზაურებს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება პარალელური სამყაროების იდუმალი სილუეტები და გამორჩეული პერსონაჟები, რომლებიც ვიზიტორებს საკუთარი ინტერპრეტაციისა და აღქმის სივრცეს უტოვებს. გიორგი მჟავანაძის შემოქმედება გამოირჩევა ორიგინალური მხატვრული ხედვით, ფანტასტიკური სიუჟეტებითა და ექსპერიმენტული ფორმებით. მის მიერ შექმნილი პერსონაჟები თითქოს სხვა განზომილებაში არსებობენ, თუმცა მათში ადამიანური განცდები : სიყვარული, სევდა და ემოციების მრავალფეროვნება მკაფიოდ იკითხება. ექსპოზიცია დამთვალიერებლებს 15–22 აგვისტოს უმასპინძლებს. დასწრება თავისუფალია.