27 აგვისტოს, 20:00 საათზე, ალი და ნინოს მიმდებარე ტერიტორიაზე, გაიმართება ღონისძიება - Sunset Fest Batumi რომელსაც მუსიკალურად გააფორმებს ბენდი - Asea Sool
დასწრება თავისუფალია
გულითადი მადლობა ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას მხარდაჭერისთვის!
25 ივნისს, 18:00 საათზე, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გაიხსნება ნინო ნიჟარაძის პერსონალური გამოფენა „Art – Allusion / არტ – ალუზიები“. გამოფენა აერთიანებს მხატვრის უახლეს ნამუშევრებს, სადაც ფერწერის, ფორმისა და სიმბოლური მინიშნებების მეშვეობით იქმნება სივრცე ინტერპრეტაციისა და თავისუფალი დიალოგისთვის.
თანამედროვე ხელოვნების სივრცე გიწვევთ გოდერძი შარაშიას საავტორო დოკუმენტური ფილმის „ნაზარის წერილები“ ჩვენებაზე. ფილმი, რომელიც ნიუ-იორკისა და პარიზის საერთაშორისო ფესტივალების გამარჯვებულია, 1924 წელს დახვრეტილი ხუთი სასულიერო პირის ისტორიას აცოცხლებს და ისტორიულ მეხსიერებას თანამედროვე აუდიტორიას აცნობს. ჩვენების შემდეგ გაიმართება შეხვედრა რეჟისორ გოდერძი შარაშიასთან. 6 ივნისი 19:00 საათი თანამედროვე ხელოვნების სივრცე, ზ. გამსახურდიას ქ. 1/5 დასწრება თავისუფალია.